S
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

პროდუქციის შემგროვებელი - დროებითი

domainSuper
location_on
ლოკაციამოსკოვის გამზირი
payments
ანაზღაურება1200 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

"სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრებს ელექტრონული მაღაზიისთვის, დროებითი პროდუქციის შემგროვებლის პოზიციაზე ვეძებთ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ვაკანსია არის დროებითი და გულისხმობს თანამშრომლობას იანვრის პირველი ნახევრის ჩათვლით.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

  • * დასაქმების ფორმა: დროებითი, 3 თვიანი ხელშეკრულება (იანვრის პირველი ნახევრის ჩათვლით)
  • * სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი
  • * ხელფასი თვეში: 1200 ლარი
  • * დამატებითი ანაზღაურება/ბონუსი: 500 ლარი (გაიცემა სრული 3 თვე მუშაობის შემთხვევაში)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ყოველთვიური ხელფასი არის 1200 ლარი, სრული სამი თვე მუშაობის შემთხვევაში, ბოლო თვეს კუთვნილ ანაზღაურებასთან ერთად დაგერიცხებათ ბონუსი, ფიქსირებული 500 ლარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი

დასვენების დრო: კვირაში 2 დღე

სამუშაო გრაფიკი: ერთცვლიანი (09:00-18:00, 1 საათი შესვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ელექტრონული შეკვეთების სიზუსტით შეგროვება, შესაბამისი წესით შეფუთვა, გასაგზავნად გამზადება;
  • * გამზადებული შეკვეთების საკურიერო კომპანიისთვის გადაცემა, პროგრამული ასახვა;
  • * საწყობში სტენდებზე პროდუქციის მარაგების შევსება/აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

  • * დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • * ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • * ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • * პუნქტუალურობა

შერჩევის ეტაპები:

  • * რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
  • * გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/6vt3HJoZUiCuMm9m6

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.