M
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

პროექტის მენეჯერი

domainm²
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • * მაღალსართულიანი, მრავალბინიანი, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა;
  • * საპროექტო ნახაზების რევიზიასა და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;
  • * სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა, ჩატარებული ტენდერის დეტალური ტექნიკური/ფინანსური ანალიზი და რისკების შეფასება;
  • * სამშენებლო სტანდარტებისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების კონტროლი;
  • * სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
  • * პროექტის შესრულებისათვის საჭირო წარმოდგენილი ვადების ანალიზი, კორექტირება და დადასტურება;
  • * პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება;
  • * არსებული პროექტის ფარგლებში წარმოშობილი საკითხების ანალიზი და სათანადო რეაგირება;
  • * შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • * კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და პროექტში სხვა ჩართული კომპანიების კოორდინაცია;
  • * შეთანხმებული ბიუჯეტის მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
  • * პროექტის სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფა და მართვა;
  • * საერთო ხარჯთაღრიცხვიდან შემსრულებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ფორმა 2-ის შემოწმება, ანალიზი და დადასტურება;
  • * პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება;
  • * პროექტის პროცესების ზედამხედველობა (შესრულების ხარისხი, მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება);
  • * პროექტის უსაფრთხოების ნორმების დაცვის და გარემოს დაცვითი ღონისძიებების კონტროლი;
  • * სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
  • * ინოვაციური სისტემების დანერგვის მენეჯმენტი;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • * უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • * შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • * AutoCad, ArchiCad - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • * MS Office (ასევე MS project) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • * ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • * დროის მართვის უნარი;
  • * დეტალებზე ორიენტირებული;
  • * სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • * გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • * პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • * ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • * მოქნილობა ცვლილებების მიმართ;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის მენეჯერი".

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.