M
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 01/11/2026

პროექტის უმცროსი ანალიტიკოსი

domainm²
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს!

კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას პროექტის უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • * მშენებლობაზე დაგეგმილი სამუშაოს და მოცულობის შეფასება;
  • * ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება მშენებლობის პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან;
  • * ობიექტზე ინსპექტირების ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
  • * მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • * შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი
  • * დაგეგმილი სამუშაოების შესახებ რეპორტინგი
  • * პროექტის კონტრაქტირებისა და ფინანსური მონაცემების მონიტორინგი და ანალიტიკა
  • * პროექტების მიხედვით სტატუს რეპორტების მომზადება
  • * სატენდერო წინადადებების განხილვა, ანალიზი და მონიტორინგი
  • * პროექტების მიხედვით კომუნიკაციების ქსელების მოწყობის უზრუნველყოფა და კოორდინირება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა);
  • * Cad (AutoCAD; ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
  • * ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • * სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • * ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • * სამშენებლო-ტექნიკური ნორმები, წესები და სტანდარტების ცოდნა;
  • * პროექტებისა და ხარისხის მართვის გამოცდილება;
  • * გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • * პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • * ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • * მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
  • * MS Office

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 20 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის უმცროსი ანალიტიკოსი".

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.