Ე
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

პრომოუტერი

domainეაკონი
location_on
ლოკაციაქუთაისი
payments
ანაზღაურება800 ლარი / 900 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "ეაკონი" უკვე 15 წელია წარმატებით ახორციელებს სამღებრო აქსესუარების, სპრეი საღებავებისა და წებვადი ლენტების (სკოჩების) დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება კლიენტებისთვის, რომლებიც სამღებრო და სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ.

ამ ეტაპზე ვეძებთ პრომოუტერს, რომელიც დაგვეხმარება პროდუქციის რეალიზაციასა და კლიენტებთან კომუნიკაციაში.

მოვალეობები:

  • * კლიენტების კონსულტაცია და მომსახურება;
  • * პროდუქციის საცალო გაყიდვა;
  • * პროდუქციის დეტალური ცოდნა და სიახლეების გაცნობა;
  • * კონკურენტების ფასებისა და პროდუქციის ცოდნა;
  • * მერჩენდაიზინგი - პროდუქციის სწორად განლაგება და წარმოდგენა;
  • * მარაგების კონტროლი და შეკვეთების ორგანიზება;
  • * საჭიროების შემთხვევაში ვადების კონტროლი;

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება);
  • * შესვენება: 1 საათი;
  • * ლოკაცია: ქუთაისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * პრომოუტერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • * სამშენებლო სფეროში გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების კარგი უნარი;
  • * შედეგზე ორიენტირებულობა;
  • * პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • * სიახლეებისადმი ინტერესი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • * გამოსაცდელ პერიოდში: ხელზე ასაღები 800 ლარი + ბონუსი რეალიზაციიდან;
  • * გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 900 ლარი + ბონუსი
  • * პროდუქციის შესწავლის ტრენინგები;
  • * მუშაობისთვის აუცილებელი ყველა პირობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: mtsiklauri@eacon.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "პრომოუტერი".