რეკრუტერი ახალი ფიტნეს დარბაზისთვის
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
რეკრუტერი
რეკრუტერი
სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება ახალციხის სერვიცენტრში
უნივერსალური რეზერვი ახალქალაქის სერვისცენტრში
ქალაქ რუსთავში იხსნება ახალი, თანამედროვე ფიტნეს დარბაზი. ვეძებთ გამოცდილ რეკრუტერს კონკრეტული დავალების შესასრულებლად: დარბაზის გასახსნელად და ოპერირებისთვის საჭირო სრული გუნდის მოძიება და შერჩევა.
მნიშვნელოვანი პირობა: ვინაიდან ობიექტი მდებარეობს რუსთავში, კადრები სრულად უნდა შეირჩეს ადგილობრივად. შესაბამისად, რეკრუტერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რუსთავის შრომით ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და/ან წვდომა ადგილობრივ საკადრო რესურსებთან.
მდებარეობა: რუსთავი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- * დარბაზის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პოზიციაზე (გაყიდვების მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, ადმინისტრატორები, ბარმენები, შესყიდვები, ინსტრუქტორები, დასუფთავების თანამშრომლები და სხვ.) ვაკანსიების განთავსება და შესაბამისი კანდიდატების მოძიება (Sourcing).
- * პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია, გასაუბრებების დაორგანიზება და პირველადი შერჩევა (Screening).
- * საბოლოოდ შერჩეული, კვალიფიციური კანდიდატების სიის წარდგენა მენეჯმენტისთვის.
შენიშვნა: შერჩეული კადრების შემდგომ გადამზადებას, კონტრაქტების გაფორმებასა და ადაპტაციას უზრუნველყოფენ კომპანიის იურისტი და ხარისხის მართვის მენეჯერი. რეკრუტერის პასუხისმგებლობა სრულდება კადრის საბოლოო შერჩევის ეტაპზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * რეკრუტინგის და კადრების შერჩევის მიმართულებით მუშაობის დადასტურებული გამოცდილება.
- * ქალაქ რუსთავის ლოკაციაზე კადრების მოძიების სპეციფიკის ცოდნა.
- * ეფექტური კომუნიკაციისა და კანდიდატის შეფასების უნარი.
- * უპირატესობად ჩაითვლება: ფიტნეს ინდუსტრიაში, სპორტულ ან მომსახურების სფეროში (HoReCa, რითეილი) კადრების მოძიების გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
- * მოქნილ გრაფიკს: თქვენ არ ხართ ვალდებული იაროთ ოფისში. სამუშაო არის პროექტული და ფოკუსირებულია მხოლოდ კონკრეტული შედეგის (გუნდის დაკომპლექტების) დადებაზე, შესაბამისად, საჭიროებიდან უნდა განისაზღვროს ფიზიკური შეხვედრები.
- * კონკურენტულ ანაზღაურებას: ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე (შესრულებული სამუშაოს ან შერჩეული კადრების რაოდენობის მიხედვით).
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: ttimeout1@gmail.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "რეკრუტერი ".