M
languageawork.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 24/09/2026scheduleბოლო ვადა: 24/10/2026

რეკრუტინგის სპეციალისტი

domainMaster Coffee
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება2000 –2,300 ლარი
hub
წყაროawork.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეკრუტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; დ.სარაჯიშვილის გამზ. (კონიაკის დასახლება);

სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული;

ანაზღაურება: 2000 –2,300 ლარი( NET), კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება  სხვადასხვა პოზიციაზე თანამშრომლების მოძიებისა და შერჩევის სრულ პროცესზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კომპანიის მიმდინარე ვაკანსიების მართვა და დროული დაკომპლექტება;

კანდიდატების მოძიება სხვადასხვა რეკრუტინგული არხის გამოყენებით;

ვაკანსიების განთავსება დასაქმების სხვადასხვა პლატფორმაზე;

რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატების პირველადი შეფასება;

სატელეფონო, ონლაინ და პირისპირ გასაუბრებების ჩატარება;

კანდიდატების გამოცდილების, მოტივაციის, უნარებისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასება;

შესაბამის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა საკადრო საჭიროებების განსაზღვრისა და კანდიდატების წარდგენის მიზნით;

კანდიდატებისთვის შერჩევის პროცესის ეტაპებისა და შედეგების შესახებ უკუკავშირის მიწოდება;

კანდიდატთა ბაზისა და ვაკანსიების სტატუსების წარმოება და განახლება;

მასობრივი რეკრუტინგის პროცესების დაგეგმვა და განხორციელება;

ახალი ლოკაციების გახსნის ან კომპანიის გაფართოების შემთხვევაში საჭირო პერსონალის დროული დაკომპლექტება;

შრომის ბაზრისა და შესაბამის პოზიციებზე ანაზღაურების ტენდენციების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

რეკრუტინგის მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

MS Office / Google Workspace-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;

Self-ის ან სხვა ATS/HR  მუშაობის გამოცდილება;

სხვადასხვა ტიპის პოზიციებზე კანდიდატების შერჩევისა და შეფასების გამოცდილება;

გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატების შეფასების უნარი;

ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

ერთ-ერთი უცხო ენის ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ;

პიროვნული უნარები:

Ø ეფექტური კომუნიკაცია;

Ø  პროაქტიულობა და ინიციატივიანობა;

Ø  დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;

Ø  დეტალებზე ორიენტირებულობა;

Ø  გუნდური მუშაობის უნარი;

Ø  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

Ø სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას.

Ø  მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;

Ø  პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

Ø ჰიბრიდულ სამუშაო ფორმატს;

Ø  ჯანმრთელობის დაზღვევას;

Ø  საწვავის ხარჯის ნაწილობრივ კომპენსაციას;

Ø  კორპორატიულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ  საფოსტო მისამართზე: info@mastercoffee.ge  ასევე, ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:  რეკრუტინგის სპეციალისტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.