Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 03/10/2026scheduleბოლო ვადა: 03/11/2026

რესტორნის თანამშრომლები

domainკომპანია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

პრემიუმ კლასის რესტორანი "ამარე" (კოსმონავტების სანაპირო #67) სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და პროფესიონალ კადრებს შემდეგ პოზიციებზე:

  • * მეხინკლე (შესაძლებელია გუნდთან ერთად);
  • * მემწვადე;
  • * ცხელი კერძების მზარეული;
  • * მიმტანი;
  • * დიასახლისი (სისუფთავის უზრუნველყოფის მენეჯერი).

ძირითადი მოთხოვნები პოზიციების მიხედვით:

  • * მეხინკლე: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოში პოპულარული ხინკლის ყველა ძირითადი სახეობისა და მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა. კულინარიული ინტერპრეტაციის, ახალი გემოებისა და ფორმების შექმნის უნარი; განიხილება როგორც ინდივიდუალური კანდიდატები, ასევე შეკრული გუნდი (მეხინკლე დამხმარეებთან ერთად);
  • * მემწვადე: ხორცის პირველადი და მეორეული დამუშავების, დაჭრის, დაბასტურმებისა და შენახვის ტექნოლოგიების ფლობა; მაყალსა და ღია ცეცხლზე მუშაობის გამოცდილება; პროდუქტის ხარისხის კონტროლი და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
  • * ცხელი კერძების მზარეული: ქართული ტრადიციული და თანამედროვე სამზარეულოს ცოდნა;
  • * მიმტანი: მომსახურების სტანდარტების ცოდნა და დაცვა; კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და სტუმართმოყვარეობა;
  • * უცხო ენების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • * დიასახლისი: სამზარეულოსა და დარბაზის სისუფთავის, ჰიგიენური ნორმების დაცვა; სისწრაფე და ენერგიულობა; ჭურჭლისა და ინვენტარის მოვლა-დასუფთავება სანიტარიული წესების დაცვით.

ზოგადი მოთხოვნები ყველა კანდიდატისთვის: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა. დინამიკურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა.

ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ და მზარდ სახელფასო ანაზღაურებას; კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს და მოქნილ გრაფიკს;

საკონტაქტო ინფორმაცია: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info.amarerest@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 11 51 17.