G
რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი
domainGeorgia Destination Management
ლოკაციათბილისი
ანაზღაურება1500 ლარი
ელ-ფოსტაHR@GDM.ge
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
jobs.ge 18/09/2026
რეზერვაციის მენეჯერის თანაშემწე
domainრუსტარ ონლაინი
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 25/09/2026
გაყიდვების მენეჯერი
domainსასტუმრო Brosse Garden
location_on თბილისი შეთანხმებით
awork.ge 01/10/2026
გაყიდვების მენეჯერი
domainსითიქომი
location_on Batumi შეთანხმებით
awork.ge 01/10/2026
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
domainსითიქომი
location_on Kutaisi შეთანხმებით
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი", რომელიც შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო პირობები:
- * აუცილებელი მოთხოვნაა რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, (როგორც სასაუბრო ისე წერითი უნარები)
- * საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
- * სამუშაო დრო: 10:00 -18:00 მდე ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით;
- * შრომის ანაზღაურება -1500 ლარი (NET) და ბონუსი; (კანდიდატები განიხილებიან ტურიზმის / სასტუმროს გამოცდილებით)
მოვალეობები:
- * უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან პროფესიონალური კომუნიკაცია ელფოსტისა და სხვა არხების საშუალებით — თანამშრომლობა ტურისტული შეთავაზებების, ფასების და ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად.
- * სასტუმროებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან მუდმივი კავშირი — ჯავშნების გაკეთება, დადასტურება, ცვლილებების ან გაუქმებების მართვა.
- * სხვადასხვა კატეგორიის ტურისტებისთვის (ჯგუფური) საინტერესო და კონკურენტუნარიანი ტურისტული პაკეტების შედგენა და შეთავაზება.
- * რეზერვაციების მართვა: მიღებული ჯავშნების ზუსტი და დროული დაფიქსირება სარეზერვაციო სისტემაში, მონაცემების განახლება და კონტროლი.
- * საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა შიდა ან საერთაშორისო მივლინებებში, კომპანიის წარმომადგენლად შეხვედრებსა და ღონისძიებებზე.
საჭირო უნარები:
- * კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი,
- * პრობლემური საკითხების პროფესიონალურად მოგვარების უნარი;
- * მოლაპარაკებების წარმოება სასურველი შედეგის მისაღწევად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@GDM.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი".
გისურვებთ წარმატებას!