Ლ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 18/09/2026scheduleბოლო ვადა: 18/10/2026

საავტომობილო სერვისის ზედამხედველი

domainლექსუს თბილისი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ლექსუს თბილისი" იაპონური ბრენდის, "ლექსუსის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. "ლექსუსის" მომსახურება იაპონური სტუმართმოყვარეობის, ომოტენაშის, პრინციპებზეა დაფუძნებული.

ბრენდის ღირებულებები და გულწრფელი მიდგომა სტუმრის მიმართ ქმნის ლექსუსის გასაოცარ გამოცდილებას.

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობენ ლექსუსის უპირატესობებს, სიმშვიდეს ავტომობილის ფლობისას და სიამოვნებას ყოველ მომენტში.

"ლექსუს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის ზედამხედველის - Foreman-ის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი - 10:00-14:00;

სამუშაო ადგილმდებარეობა: დ. აღმაშენებლის ხეივანი 160, დიდი დიღომი.

პოზიციის მიზანი:

საავტომობილო სერვისში შემოსული ავტომობილების ტექნიკური მომსახურების პროცესის ეფექტური დაგეგმვა, მართვა და კონტროლი, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ლექსუსის მომსახურების სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • * კომპანიის ახალი ავტომობილების მიღება სერვისში, ვიზუალური დათვალიერება, ტექნიკური მდგომარეობის პირველადი შემოწმება და არსებული დაზიანებების აღრიცხვა;
  • * ავტომობილების მიღებისა და მომსახურების პროცესში ლექსუსის მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • * სერვისში შემოსული ავტომობილებისთვის ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების პროცესის განსაზღვრა, დაგეგმვა და სამუშაო პროცესის ეფექტური ორგანიზება;
  • * ტექნიკოსებს შორის სამუშაოების განაწილება, შესრულების პროცესის კოორდინაცია და სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი;
  • * ტექნიკოსების მიერ სამუშაო უსაფრთხოების წესების, უნიფორმის ტარების, ჰიგიენური ნორმების, სამუშაო ადგილის წესრიგისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი;
  • * სამუშაო პროცესისთვის საჭირო ხელსაწყოების და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესყიდვების განხორციელება;
  • * შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • * ავტომობილის აგებულების და სერვისის პროცესების ცოდნა;
  • * ტექნიკოსების მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის უნარი;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * გუნდური მუშაობისა და ეფექტური თანამშრომლობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@lexus-tbilisi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.