Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

საბითუმო გაყიდვების მენეჯერი - B2B

domainკომპანია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1200 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია ეძებს პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ - საბითუმო გაყიდვების მენეჯერს B2B!

საინტერესო დეტალები:

  • * სამუშაო ადგილი: თბილისი
  • * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი
  • * ანაზღაურება: ფიქსირებული 1200, საშუალოდ გამომუშავებული ბონუსი 1500 + ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • * ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავტომობილების/მოტოციკლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების, გადაზიდვის მომსახურების გაყიდვები;
  • * მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
  • * მომხმარებლების ბაზის გაფართოება;
  • * კონკურენტი კომპანიების მუდმივი მონიტორინგი;
  • * პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
  • * მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათი მხარდაჭერა გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე;
  • * კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება,
  • * გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • * სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში ლოგისტიკისა და აშშ აუქციონების Copart/IAAI მიმართულებით;
  • * ქართული, რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო და საქმიანი მიმოწერის დონეზე ცოდნა; სომხური და აზერბაიჯანული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • * საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • * საქმის პრიორიტეტებად განაწილება, დროის მართვის უნარი;
  • * ზრდაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * კარიერულ ზრდას;
  • * პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;
  • * სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • * პროფესიონალურ ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე.

გასაუბრება შედგება შემდეგი ეტაპებისგან

  1. ტესტირება
  1. გასაუბრება

თუ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: officemanagergeo@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საბითუმო გაყიდვების მენეჯერი B2B".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.