Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი

domainსაქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" (GIU) აცხადებს ვაკანსიას — საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

დეპარტამენტი: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ძირითადი მოვალეობები:

  • * საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ეფექტური სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება.
  • * საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან, რეკრუტერებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება და მართვა.
  • * პოტენციურ სტუდენტებთან კომუნიკაცია (ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები, ვებინარები, გამოფენები) და მათი მიღების პროცესში მხარდაჭერა.
  • * აპლიკანტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება აკადემიური პროგრამების, სწავლის საფასურის, მიღების მოთხოვნების, ვიზის პროცედურებისა და საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ.
  • * საერთაშორისო განათლების ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, სამიზნე რეგიონების ანალიზი (აზია, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა, აფრიკა და ა.შ.) და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • * უნივერსიტეტის წარდგენა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებსა და ონლაინ ღონისძიებებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მომიჯნავე სფეროში.
  • * მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტინგის, უნივერსიტეტის მიღების ან საგანმანათლებლო კონსულტაციების სფეროში.
  • * ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1). დამატებითი ენების ცოდნა (არაბული, რუსული, ფრანგული და ა.შ.) ჩაითვლება უპირატესობად.
  • * საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან არსებული კონტაქტები ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
  • * ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი, კროსკულტურული კომუნიკაციის გამოცდილება, CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • * ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსურ სისტემას მოზიდული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით.
  • * პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
  • * საერთაშორისო მივლინებებსა და საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@university.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი ".