Დ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 06/11/2026

საქმეთა მწარმოებელი

domainდეკოლაინი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანიის შესახებ:

"დეკოლაინი" დლ ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს კომერციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და სარემონტო სამუშაოებს.

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ერთიან საოპერაციო მოდელს: დამტკიცებულ ბიზნეს-პროცესებს, დოკუმენტბრუნვის სტანდარტს, უფლებამოსილებათა ლიმიტებსა და გაზომვად შედეგებს.

პოზიციის დანიშნულება:

სამუშაო საქმეთა მწარმოებელი პასუხისმგებელია ობიექტზე სამუშაოების ორგანიზებასა და მართვაზე მობილიზაციიდან ჩაბარებამდე, დამტკიცებული საბაზისო გეგმის, ბიუჯეტის, საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

კომპანიის ძირითადი წესი: ეტაპი დასრულებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მისი დოკუმენტი შექმნილია და სისტემაშია რეგისტრირებული. ზეპირი შეთანხმება ვალდებულებად არ ითვლება.

ფუნქციები და მოვალეობები:

ობიექტის მომზადება და მობილიზაცია:

  • * კალენდარული გრაფიკის შედგენა და საბაზისო გეგმის დამტკიცებაში მონაწილეობა
  • * ობიექტის საწყისი მდგომარეობის აქტისა და რისკების სიის მომზადება
  • * მობილიზაციის ორგანიზება: შემოღობვა, დროებითი ელექტრო- და წყალმომარაგება, ობიექტის საწყობი
  • * გეოდეზიური აღნიშვნის ორგანიზება და საბაზისო ნიშნულების დაფიქსირება
  • * სამუშაო ფრონტის მიღება დამკვეთისგან მიღება-გადაცემის აქტით

ქვეკონტრაქტორების მართვა:

  • * ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების შერჩევა და მართვა
  • * ფრონტისა და მასალის გადაცემა ოქმით
  • * შესრულებული სამუშაოს აზომვა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება
  • * ქვეკონტრაქტორის ანაზღაურების საფუძვლის მომზადება მხოლოდ გაფორმებული აქტით

ობიექტის ოპერაციული მართვა:

  • * სამუშაოების ყოველდღიური ორგანიზება და სამუშაო ძალის განაწილება
  • * ობიექტის დღიური ჟურნალის წარმოება და პროგრესის ფოტოფიქსაცია
  • * კვირეული ანგარიშის წარდგენა კომპანიის დირექტორისთვის
  • * მომიჯნავე მხარეებთან კოორდინაცია და ობიექტის ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა

მატერიალური რესურსი:

  • * მასალის მოთხოვნის წარდგენა არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე
  • * მასალის მიღება ზედნადებით და მიღების ოქმის რეგისტრაცია 48 საათის განმავლობაში
  • * მასალის შენახვის, შიდა გადაადგილებისა და ჩამოწერის აღრიცხვა
  • * მასალის სერტიფიკატების რეესტრის წარმოება

ცვლილებების მართვა:

  • * ცვლილებებისა და დამატებითი სამუშაოების დაფიქსირება ცვლილების მოთხოვნის ფორმით
  • * ცვლილების შესრულება მხოლოდ დამკვეთის წერილობითი თანხმობის შემდეგ
  • * ობიექტის ცვლილებების რეესტრის წარმოება

ხარისხის კონტროლი:

  • * ფარული სამუშაოების მიღება დაფარვამდე, აქტითა და ფოტოფიქსაციით
  • * ლაბორატორიული ტესტირებისა და ინჟინრული სისტემების გამოცდის ორგანიზება
  • * შეუსაბამობის აქტებით (NCR) დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრა
  • * ავტორისა და დამკვეთის ზედამხედველობასთან თანამშრომლობა

შრომის უსაფრთხოება:

  • * ობიექტზე დაშვება მხოლოდ ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ
  • * უსაფრთხოების გეგმის შესრულება და უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების დაცვა

ჩაბარება, დემობილიზაცია და დახურვა:

  • * აზომვითი უწყისის მომზადება, როგორც ფორმა No2-ის საფუძვლისა
  • * შიდა ხარისხის აუდიტსა და დამკვეთთან ჩაბარებაში მონაწილეობა
  • * ხარვეზების ოქმით დაფიქსირებული შენიშვნების აღმოფხვრა
  • * დემობილიზაციის ორგანიზება და ობიექტის არქივის (მათ შორის As-Built მასალის) გადაცემა
  • * ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ობიექტის ფაქტიური მონაცემების სისრულის დადასტურება
  • * საგარანტიო პერიოდში მიმართვებზე რეაგირების ორგანიზება

ფუნქციების გამიჯვნა:

კომპანიაში კონტროლის ფუნქციები გამიჯნულია: ერთი პირი პროცესს თავიდან ბოლომდე არ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, სამუშაო საქმეთა მწარმოებელი:

  • * შესყიდვა: მასალასა და ტექნიკას ითხოვს, თუმცა შესყიდვას არ ახორციელებს. შესყიდვას ახორციელებს შესყიდვების სამსახური.
  • * ფინანსები: გადახდას პირადად არ ახორციელებს და არ ინიცირებს. გადახდა ხორციელდება მხოლოდ დამტკიცებული შეკვეთისა და გაფორმებული აქტის საფუძველზე.
  • * ფორმა No2: ადგენს აზომვით უწყისს. ფორმა No2-ს ავსებს ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი.
  • * ცვლილებები: ფასისა და ვადის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებს. ცვლილება მტკიცდება დადგენილი ლიმიტებით.
  • * უსაფრთხოება: უსაფრთხოების სპეციალისტის ვიზის გარეშე მობილიზაცია დასრულებულად არ ითვლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება:

  • * სამუშაოთა მწარმოებლად ან ობიექტის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
  • * სასურველია 10 წელი და მეტი
  • * კომერციული დანიშნულების ობიექტებზე (საოფისე, სავაჭრო, საცალო) მუშაობის გამოცდილება
  • * ახალ მშენებლობაზე, რეკონსტრუქციასა და შიდა სარემონტო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება
  • * რამდენიმე ქვეკონტრაქტორის ერთდროული მართვის გამოცდილება

განათლება:

  • * უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით

პროფესიული ცოდნა:

  • * არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინჟინრული ნახაზების კითხვა
  • * სამუშაოთა მოცულობების დათვლა და აზომვა
  • * სამშენებლო ნორმებისა და წესების, სამუშაოთა ტექნოლოგიისა და თანმიმდევრობის ცოდნა
  • * საშემსრულებლო დოკუმენტაციის (აქტები, ოქმები, აზომვითი უწყისი) წარმოება
  • * შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა

კომპიუტერული პროგრამები

  • * MS Word და MS Excel — თავისუფლად

ენები:

  • * ქართული — სრულყოფილად
  • * ინგლისური ან რუსული — სასურველია (ტექნიკური დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების გასაცნობად)

კომპეტენციები — კომპანიის ხუთი ღირებულება:

  • * პროფესიონალიზმი: სამუშაოს ასრულებს ნორმისა და სტანდარტის შესაბამისად და შედეგს ადასტურებს აქტით, ოქმით ან ფოტოთი.
  • * პასუხისმგებლობა: შედეგზე პასუხს აგებს ბოლომდე. პრობლემას თავად აფიქსირებს და ვადის დარღვევის რისკზე წინასწარ, წერილობით აფრთხილებს.
  • * კეთილსინდისიერება: კომპანიის ფულს, მასალასა და დროს უფრთხილდება და მომწოდებლისგან პირად სარგებელს არ იღებს.
  • * ერთგულება: ფიქრობს ობიექტის მთლიან შედეგზე და არა მხოლოდ საკუთარ მონაკვეთზე.
  • * წინდახედულობა: რესურსს დროულად ითხოვს, რისკს ადრეულ ეტაპზე ავლენს და უსაფრთხოების წესს არ უგულებელყოფს.

უპირატესობა:

  • * ინჟინრული სისტემების (ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კანალიზაცია, ვენტილაცია) მონტაჟისა და გაშვების გამოცდილება
  • * B კატეგორიის მართვის მოწმობა

შედეგის შეფასება:

საქმიანობა ფასდება გაზომვადი მაჩვენებლებით (KPI), ობიექტის გეგმისა და ფაქტის შედარების საფუძველზე: ვადების დაცვა საბაზისო გეგმის მიმართ, ბიუჯეტის შესრულება, დოკუმენტაციის სისრულე და დროულობა, ხარისხი და შრომის უსაფრთხოება.

სამუშაო პირობები:

  • * შრომითი ხელშეკრულება, გამოსაცდელი ვადით
  • * ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
  • * მკაფიოდ განსაზღვრული როლი, უფლებამოსილება და შეფასების კრიტერიუმები
  • * მუშაობა ერთიანი საოპერაციო სტანდარტითა და ციფრული ინსტრუმენტებით

შერჩევის ეტაპები:

  • * განაცხადების განხილვა
  • * გასაუბრება
  • * პრაქტიკული ქეისი ობიექტის მართვაზე
  • * საბოლოო გასაუბრება ხელმძღვანელობასთან

განაცხადის წარდგენა:

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე (CV), რეალიზებული ობიექტების ჩამონათვალი (ობიექტი, ფართობი, სამუშაოთა სახეობა, კანდიდატის როლი) და, სასურველია, სარეკომენდაციო კონტაქტები. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ "სამუშაო საქმეთა მწარმოებელი".

cv@decoline.ge 595 44 20 20 https://www.decoline.ge