Ა
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

სამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელი

domainადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

გთავაზობთ:

  • * სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • * პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • * მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • * თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
  • * ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქციები:

  • * ჰოსპიტალში გაწეული მომსახურებების ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშსწორება;
  • * სამედიცინო სერვისების კოდირება და დაჯგუფება;
  • * სადაზღვევო კომპანიებთან ანგარიშგება და დოკუმენტაციის წარდგენა;
  • * კონტრაგენტებთან შესრულებული სამუშაოს სრულყოფილად და დროულად წარდგენა, წარუდგენელი შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა;
  • * ბილინგის პროგრამაში დამუშავებული ქეისების საბოლოო გადამოწმება, დახურვა და შესაბამისი კონტრაგენტებისთვის ინვოისების დაგენერირება/მიწოდება;
  • * ბილინგის პროგრამაში მონაცემების სწორად დამუშავებისთვის საჭირო ყველა დეტალის კონტროლ;
  • * სამედიცინო შემთხვევების დროული და სწორად დამუშავების კონტროლი/უზრუნველყოფა;
  • * ფინანსური და სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვების, შემოწმების და ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამოსწორების პროცედურის კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება);
  • * პაციენტისთვის არასწორად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურის კონტროლი.;
  • * ბილინგის განყოფილების პასუხისმგებლობაში არსებული სტატისტიკური ფორმების წარმოების კონტროლი;
  • * ჰოსპიტლის მიმართ პაციენტების დავალიანების, შესაბამისი პროცედურის მიხედვით მართვა;
  • * დაკორექტირებულ ქეისებზე შესაბამისი ფაილის მომზადება, კორექტირების ზუსტი მიზეზის პოვნა სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაციის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში კორექტირებაზე უარის დასაბუთება;
  • * კლინიკისთვის სხვადასხვა ანგარიშის შექმნა და ანალიტიკური სამუშაოს განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * სასურველია განათლება სამედიცინო ან ფინანსური მიმართულებით;
  • * აუცილებელია 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე;
  • * სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში

აუცილებელი ცოდნა:

  • * საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - MS Excel-ის ცოდნა საშუალოზე მაღალ დონეზე;
  • * ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
  • * სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • * შესაბამისი მიმართულებით დადგენილი პოლიტიკები, პროცედურებს, გაიდლაინები, ინსტრუქციები;
  • * შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: სამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელი

"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!