Ს
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 27/10/2026

სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი

domainსინაპს ჯორჯია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს სინაპს ჯორჯია სამედიცინო მასალების, ინსტრუმენტებისა და აპარატურის მომწოდებელი კომპანიაა. ჩვენი კლიენტები არიან კლინიკები და სამედიცინო დაწესებულებები.

ვეძებთ მიზანდასახულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან სამედიცინო გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გაგვიზიარებს ჩვენს მიზნებს და გაიზრდება ჩვენთან ერთად.

მოვალეობები

არსებულ კლინიკებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება

ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გაყიდვების პროცესის წარმართვა (B2B)

კლიენტებისთვის სამედიცინო მასალების, ინსტრუმენტებისა და აპარატურის პრეზენტაცია და კონსულტაცია

კომერციული წინადადებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმართვა

გაყიდვების გეგმის შესრულება და კლიენტთა ბაზის გაფართოება

ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი

კლიენტების ბაზის წარმოება და სტაბილური კომუნიკაცია შეკვეთების, მიწოდებისა და გადახდების საკითხებზე

რას ველოდებით შენგან

გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში)

გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ჩატარების უნარი

ქართული ენის თავისუფლად ცოდნა; რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა დამატებითი უპირატესობაა

ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტაცია

MS Office-ის (Excel, Word) და CRM სისტემებთან მუშაობის ცოდნა

მზაობა კლიენტებთან პირად შეხვედრებზე სიარულისთვის

მართვის მოწმობა B კატეგორიის (სავალდებულოა)

უპირატესობა იქნება

საკუთარი ავტომობილი

სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება

კლინიკებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული კონტაქტები

რას გთავაზობთ

კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + პრემია გაყიდვებზე დამოკიდებულებით

ოფიციალურ დასაქმებას

პროფესიულ განვითარებასა და ზრდის შესაძლებლობას

მეგობრულ გუნდსა და მხარდამჭერ გარემოს

დაწყებისას პროდუქციისა და გაყიდვების პროცესის გაცნობის სწავლებას

როგორ მოგვმართო

გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ მისამართზე: giorgi@synaps.geან დაგვირეკე: +995568824984