სამედიცინო წარმომადგენელი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
სამედიცინო წარმომადგენელი
სამედიცინო წარმომადგენელი
სამედიცინო წარმომადგენელი
სამედიცინო წარმომადგენელი-მენეჯერი
შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია "Alpen Pharma AG"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ჩვენ ვეძებთ: ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ექიმებთან ეფექტური პროფესიული კომუნიკაციის უნარი და სურვილი, განვითარდეს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:
- * კომპანიის პროდუქტების პროფესიული და ეთიკური პრომოცია სამიზნე ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებში
- * ექიმებთან და სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებთან გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება
- * სამიზნე აუდიტორიისთვის პროდუქტების სამედიცინო და სამეცნიერო ინფორმაციის ეფექტურად წარდგენა
- * განსაზღვრულ ტერიტორიაზე ვიზიტების დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება კომპანიის სტანდარტებისა და ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად
- * გაყიდვების მიზნებისა და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) შესრულებაზე მუშაობა
- * ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და ექიმების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი
- * პროდუქციის გაყიდვების დინამიკის მონიტორინგი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა
- * სამედიცინო კონფერენციებში, სემინარებში, მრგვალ მაგიდებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა
- * მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა
- * კომპანიის შიდა სტანდარტების, ეთიკური პრინციპებისა და შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა
- * შესრულებული აქტივობებისა და შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება
ძირითადი მოთხოვნები:
- * უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
- * სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება
- * ფარმაცევტული ბაზრისა და სამედიცინო წარმომადგენლის მუშაობის სპეციფიკის კარგი ცოდნა
- * ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
- * რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
- * MS Office პროგრამების — Word, Excel, PowerPoint — კარგი ცოდნა
- * მოქმედი მართვის მოწმობა
- * პირადი ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად
- * გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და პროდუქტის პროფესიული წარდგენის მიმართულებით გავლილი ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად
მნიშვნელოვანი პროფესიული უნარები:
- * ეფექტური პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი
- * ექიმებთან პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების უნარი
- * მოლაპარაკებისა და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკების ცოდნა
- * დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი
- * სამუშაო დროისა და ტერიტორიის სწორად დაგეგმვა
- * მაღალი პასუხისმგებლობა და თვითორგანიზებულობა
- * ინიციატივიანობა და პროაქტიულობა
- * მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- * სწრაფად სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი
ჩვენ გთავაზობთ:
- * საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
- * პროფესიულ და კარიერულ განვითარებას
- * სისტემურ ტრენინგებსა და პროდუქტის შესახებ პროფესიულ სწავლებას
- * მოტივირებულ და პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას
- * კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე ორიენტირებულ სამოტივაციო სისტემას
- * სამუშაოსთვის საჭირო კორპორაციულ მხარდაჭერას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV არაუგვიანეს 2026 წლის 25 ოქტომბრისა ელფოსტაზე: teona.peradze@alpenpharma.com
CV-ის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: "სამედიცინო წარმომადგენელი — ბათუმი"
"Alpen Pharma AG" მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის. შერჩევის შემდგომ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შესაბამის კანდიდატებთან.