U
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 06/11/2026

სამეურნეო სპეციალისტი

domainUGT
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ოფისში შემოსული საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის საწყობში მიტანა;
  • * საოფისე და საკანცელარიო ინვენტარის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
  • * სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, საჭირო მასალებით მომარაგება და მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • * სასმელი წყლის მარაგების მიღება და დასაწყობება; ოფისში არსებული დისპენსერების შევსება და მათი გამართული მუშაობის ზედამხედველობა;
  • * ოფისში არსებული დაზიანებების აღმოჩენა და ოპერატიული რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა ან შესაბამისი სამსახურების ინფორმირება);
  • * ოფისში არსებული გათბობა-კონდიცირების სისტემების მონიტორინგი, მოვლა და შეკეთება;
  • * მიღებული დავალებების შესრულების მიმდინარეობისა და სტატუსის შესახებ ხელმძღვანელის პერიოდული ინფორმირება;
  • * კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები:

  • * შრომისმოყვარე
  • * პუნქტუალური;
  • * პასუხისმგებლიანი.

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

  • * ჯანმრთელობის დაზღვევა
  • * Fitpass
  • * დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 6 ნოემბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი:

https://career.ugt.ge/job-invite/1200/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!