სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის ასისტენტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
სტაჟირება HR დეპარტამენტში
სტაჟირება ლოგისტიკის დეპარტამენტში
კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი კორპორაციულ დეპარტამენტში
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია შპს „ორბი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროული და ეფექტური შესრულება;შეხვედრების დაგეგმვა/კოორდინაცია და შესაბამისი კომუნიკაციის მართვა;ოფიციალური წერილების, ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;სხვადასხვა დეპარტამენტთან და გარე მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;საჭიროებისამებრ წერილობითი და ზეპირი თარგმანის უზრუნველყოფა;დოკუმენტაციისა და სამუშაო პროცესების ორგანიზება/კონტროლი;სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ პოზიციასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (სავალდებულოა);MS Office პროგრამების კარგი ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ორგანიზებულობა და ოპერატიულად მუშაობის უნარი;ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები;დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი;პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე ელფოსტის მისამართზე: hr@orbi.net და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი СV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისშესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მო-ნაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე,თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით
ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!