სამშენებლო მასალების ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
სამშენებლო მასალების ლაბორატორიის სპეციალისტი
გაყიდვების მენეჯერი - უძრავი ქონება და სამშენებლო მასალები
დამხმარე მუშა ავეჯის მასალების საწყობში
სამშენებლო კონტროლის / ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები, რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/
"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ეველინა თავაძის 38ბ (სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ)
მოვალეობები:
- * კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, საჭიროების დადგენა, პროდუქციის შეთავაზება, შეკვეთის ფორმირება;
- * ახალი კლიენტების მოძიება, არსებულის შენარჩუნება, გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ფორმირება;
- * პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმოება;
- * გაყიდვების პროცესის სრული მართვა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- * მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-3-წლიანი გამოცდილება;
- * ავტომობილის მართვის მოწმობა, B კატეგორია;
- * კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ CV ელფოსტაზე: vacancy@grc.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!