Გ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

სამშენებლო, სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშ. ზედამხედველი

domainგლობალური ტექნოლოგიები
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "გლობალური ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო, სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.

კომპანია "გლობალური ტექნოლოგიები", დაფუძნებულია 2001 წელს. ჩვენი გუნდი, 22 წელია ახორციელებს უძრავი ქონების დეველოპმენტს, მართვას და განვითარებას. კომპანიას დასრულებული აქვს რამოდენიმე მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ამჟამად ახორციელებს მრავალფუნქციური კომპლექსის - თაუნ სკვერის მშენებლობას თბილისში. კომპლექსი შედგება 3 კორპუსისგან. ის მოიცავს ქალაქის ტიპის მოედანს გამწვანებითა და შადრევნით. კომპლექსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://townsquare.com.ge/

ძირითადი მოვალეობები:

  • * სამშენებლო, სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;
  • * ყოველდღიური სამუშაო დავალებების განსაზღვრა, დაგეგმვა და განაწილება შესაბამისი პროფილის მუშა პერსონალზე;
  • * შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო შესყიდვების ორგანიზება;
  • * საჭირო მუშა პერსონალის მოძიება, შერჩევა და ჯგუფის დაკომპლექტება;
  • * ქვეკონტრაქტორებთან და სპეციალისტებთან კოორდინაცია;
  • * სამუშაო პროცესში წარმოშობილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტის ორგანიზება;
  • * შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • * მასალებისა და სამუშაოების მოცულობების აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • * შესრულებული სამუშაოს შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • * სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
  • * შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • * კომპანიის ხელმძღვანელი პირების სხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • * CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვის დონეზე);
  • * Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • * ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
  • * დროის მართვის უნარი;
  • * სამშენებლო მასალების და პროცესების კარგად ცოდნა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი #117

დასაქმების ტიპი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი.