სამშენებლო ზედამხედველობის დამწყები სპეციალისტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორი
სამშენებლო კონტროლის / ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერი
სამშენებლო ობიექტების ზედამხედველი
სამშენებლო ობიექტების ზედამხედველი
შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“, სამშენებლო პროექტებისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირების სფეროში მოქმედი აკრედიტებული ორგანიზაცია, აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ზედამხედველობის დამწყები სპეციალისტის პოზიციაზე.
ეს პოზიცია განკუთვნილია სტუდენტისთვის, რომელსაც სურს სამშენებლო ობიექტებზე პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული განვითარება. შერჩეული კანდიდატი თავდაპირველად იმუშავებს გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით და გაივლის 3–5-თვიან სწავლებას.
ძირითადი მოვალეობები
სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი და სამუშაოების მიმდინარეობაზე დაკვირვება ხელმძღვანელ სპეციალისტთან ერთად;საპროექტო დოკუმენტაციისა და ობიექტზე შესრულებული სამუშაოების გაცნობა;ფოტომასალის, გაზომვებისა და სამუშაო ჩანაწერების მომზადებაში მონაწილეობა;ინსპექტირების დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება.
მოთხოვნები
სამშენებლო მიმართულების სტუდენტის სტატუსი; უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო მიმართულების სტუდენტს;ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლის სურვილი და დეტალებისადმი ყურადღება;პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და გუნდში მუშაობის უნარი.უპირატესობად ჩაითვლება საკუთარი სკუტერის ყოლა.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი და მიმდინარე პროექტების ობიექტები;სწავლების პერიოდი: 3–5 თვე, პრაქტიკული სწავლებით გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით;ანაზღაურება სწავლების პერიოდში: თვეში 800 ლარი ხელზე ასაღები;ანაზღაურება სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ: თვეში 1 500 ლარი ხელზე ასაღები.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: auditescort.jobs@gmail.com წერილის სათაურში მიუთითეთ: „სამშენებლო ზედამხედველობის დამწყები სპეციალისტი“. CV-ში გთხოვთ მიუთითოთ სასწავლებელი, სპეციალობა და სწავლის კურსი.