სამუშაოთა მწარმოებელი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
სამუშაოთა მწარმოებელი
სამუშაოთა მწარმოებელი
სამუშაოთა მწარმოებელი
სამუშაოთა მწარმოებელი
"AWARD" წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
სამშენებლო კომპანია ეძებს გამოცდილ სამუშაოთა მწარმოებელს შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტზე სამუშაოდ.
მუდმივი სამუშაო ადგილი: დამსაქმებლის ობიექტი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00)
ანაზღაურება: 4000 ლარი ხელზე
ძირითადი მოვალეობები:
- * ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
- * ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- * სამუშაოების საპროექტო ნახაზებთან, ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- * სამუშაოების თანმიმდევრობის, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
- * მასალების, მუშახელისა და ტექნიკის საჭიროების წინასწარ განსაზღვრა და დროული მოთხოვნა;
- * შესრულებული მოცულობების აღრიცხვა, დაფარული სამუშაოების აქტებისა და შესრულების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- * საინჟინრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების კოორდინაცია კონსტრუქციულ და მოსაპირკეთებელ სამუშაოებთან;
- * პროექტის ხელმძღვანელთან და ტექნიკურ ზედამხედველთან თანამშრომლობა, შეუსაბამობების დროული გამოვლენა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების შესრულება;
- * შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობა და ობიექტზე უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * სამშენებლო ან საინჟინრო განათლება;
- * სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- * შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- * კონსტრუქციების გაძლიერების, არმირების, ყალიბისა და ბეტონის სამუშაოების პრაქტიკული ცოდნა;
- * ლითონის კონსტრუქციების, სახურავის, ჰიდროიზოლაციის, ფასადისა და შიდა მოპირკეთების სამუშაოების მართვის გამოცდილება;
- * საპროექტო ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვის წაკითხვის, მოცულობების დათვლისა და სამუშაოების დაგეგმვის უნარი;
- * Excel-ში მუშაობა და AutoCAD-ში ნახაზების წაკითხვისა და ზომების შემოწმების უნარი;
- * გუნდის მართვის, პრობლემების დროულად გადაჭრისა და ანგარიშგების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება: საზოგადოებრივი შენობების რეაბილიტაციისა და სხვადასხვა საინჟინრო სისტემის სამონტაჟო სამუშაოების კოორდინაციის გამოცდილება.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და განხორციელებული მსგავსი პროექტების მოკლე ჩამონათვალი, თითოეულ პროექტში თქვენი როლის მითითებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 05/11/2026.
გისურვებთ წარმატებას!