B
languagelinkedincalendar_todayგამოქვეყნდა: 14/07/2026scheduleბოლო ვადა: 14/08/2026

საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი - ბათუმი

domainBank of Georgia
location_on
ლოკაციაBatumi, Ajaria, Georgia
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროlinkedin
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

Seniority level: Not Applicable | Employment type: Full-time | Industries: Banking

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში, საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის და მოცულობის ზრდა, პორტფელის ზრდა და ხარისხის შენარჩუნება;

დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;

საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოების დაგეგმვა და ჯგუფის ხელმძღვანელობა;

მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;

ჯვარედინი გაყიდვები – კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება;

საკრედიტო ექსპერტთან ერთად მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;

სესხების პერიოდული შერჩევითი მონიტორინგი;

რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა შესაბამის კომიტეტზე;

პრობლემური სესხის მართვა;

საკრედიტო ასისტენტის ონ-ჯობ ტრენინგი და შედეგის შეფასება: გადანაწილება, პრაქტიკის მართვა-კონტროლი, ასისტენტის შეფასება და დეპარტამენტის მენეჯმენტთან რეკომენდაციების წარდგენა.

სავალდებულო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

სამუშაო გამოცდილება:

ბიზნეს დაკრედიტების და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

Სავალდებულო Ცოდნა, Უნარები

ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტების ცოდნა;

დაკრედიტების იურიდიული ასპექტები (სავალდებულო დოკუმენტაცია);

ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი);

ზოგადი მენეჯმენტის საწყისები;

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;

ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;

დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;

სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;

მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;

ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;

პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

გელოდებით, მოგვიყევი შენზე!

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი, 2026.