Ტ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი

domainტელექსი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება530-დან ლარი / 1200 ლარამდე
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

თუ გამოირჩევი ადამიანებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარით, ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და ეძებ სამუშაო გარემოს, სადაც შეძლებ, როგორც პროფესიულ განვითარებას, ისე სწავლასთან შეთავსებას, ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა!

გამოცდილება სავალდებულო არ არის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოტივაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციის უნარი, ახალი ცოდნისა და გამოცდილებების მიღების სურვილი.

ჩვენს შესახებ:

"ტელექსი" წიგნების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს. ჩვენი მთავარი მიზანია ქართული და მსოფლიო ლიტერატურის პოპულარიზაცია, წიგნიერების ხელშეწყობა და მკითხველისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • * მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება;
  • * მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების სწორად იდენტიფიცირება;
  • * მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • * შეკვეთის გაფორმება და შესაბამის სისტემაში მათი აღრიცხვა;
  • * ინდივიდუალური ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • * მომხმარებელთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
  • * აზრის მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • * პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილი და უნარი;
  • * გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * წინასწარ პროფესიულ ტრენინგს და სამუშაოსთვის სრულფასოვან მომზადებას;
  • * პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას;
  • * მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • * ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი;
  • * მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

  • * შესაძლებელია, როგორც სრული, ასევე სხვადასხვა ტიპის არასრული სამუშაო გრაფიკი;
  • * ანაზღაურება შეადგენს 530-დან 1200 ლარამდე, სამუშაო გრაფიკისა და დატვირთვის შესაბამისად + ბონუსი;
  • * სამუშაო ადგილი — თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 25;
  • * შერჩევის პროცესი მოიცავს 1 გასაუბრებას.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zevi.store.

მადლობა დაინტერესებისთვის, ტელექსის გუნდი გისურვებთ წარმატებებს!