საცალო გაყიდვების ბანკირი - ბათუმის ფილიალი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
საცალო გაყიდვების ბანკირი
საცალო გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
საცალო გაყიდვების მენეჯერი
საცალო გაყიდვების სპეციალისტი
კომპანიის აღწერა:
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა:
საცალო სეგმენტის კლიენტებისთვის სესხების შეთავაზების მიზნით, განახორციელებ კლიენტების მოზიდვას (იპოთეკური, სამომხმარებლო, ავტო, სწრაფი სამომხმარებლო);
საცალო სეგმენტის კლიენტებისთვის დეპოზიტების შეთავაზების მიზნით, განახორციელებ კლიენტების მოზიდვას (ვადიანი; CD და სხვა)
გაანალიზებ კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას;
განახორციელებ განაცხადებისდამუშავებას და წარადგენ საკრედიტო კომიტეტთან, სესხის გაცემის მიზნით;
უზურნველყოფ გაყიდვების შემდგომ აქტივობებს, მათ შორის, პორტფელის მართვას და მის ხარისხზე ზრუნვას.
კვალიფიკაცია:
გაქვს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
სამუშაო შინაარსიდან გამომდინარე, გაგიკეთებია ფინანსური ანალიზი;
სასურველია, მრჩევლის პოზიციაზე გქონდეს მინიმუმ 6თვიანი სამუშაო გამოცდილება;
ხარ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, გაყიდვების მიმართულებით.
გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია:
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank (https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/privacy-policy)
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank (https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/privacy-policy)
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
ანონიმური წერილი
ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება (https://tbcbank.ge/ka/anonymous-hotline)
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.