საცალო გაყიდვების კონსულტანტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
საცალო გაყიდვების ბანკირი
საცალო გაყიდვების ბანკირი
საცალო გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
საცალო გაყიდვების მენეჯერი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!
"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პოპულარულ ბრენდთან.
დღეს "iSpace" საქართველოში წარმოდგენილია 7 საცალო მაღაზიათა ქსელის ფილიალით და აგრძელებს განვითარებას.
რას გთავაზობთ?
- * დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში
- * Apple-ის ოფიციალურ სასწავლო პლატფორმაზე სწავლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას
- * ჯანმრთელობის დაზღვევას
- * ჯანსაღ სამუშაო გარემოს
- * მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
- * კონკურენტულ ანაზღაურებასა და მაღალ საბონუსე სისტემას
- ფიქსირებული ანაზღაურება: 950 ლარიდან
- ბონუსის მიღება შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის (6 თვე) განმავლობაშიც, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად
- საშუალო თვიური ბონუსი: 1, 800-2, 000 ლარი (შედეგების მიხედვით)
- * კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას
შენი ძირითადი პასუხისმგებლობები:
- * მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა
- * Apple-ის პროდუქციისა და სერვისების პროფესიონალური კონსულტაცია
- * პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად
- * გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და დასახული მიზნების შესრულება
ვის ვეძებთ?
- * გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გაყიდვები
- * ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე
- * გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები
- * ხარ მოტივირებული, სწრაფად სწავლობ და გსურს პროფესიული განვითარება
სამუშაო პირობები:
- * სრული განაკვეთი
- * კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი)
- * კვირაში 2 დასვენების დღე
- * 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
თუ გინდა, იმუშაო Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან, განვითარდე საერთაშორისო გარემოში და მიიღო მაღალი შემოსავლის შესაძლებლობა, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე - https://www.app.helio-ai.com/apply/exz4uc0yhgniv70z?src=jobs.ge
შენი კარიერა იწყება iSpace-ში!