საცალო გაყიდვების მენტორი - თბილისი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
საცალო გაყიდვების მენეჯერი - ზუგდიდი
საცალო გაყიდვების ბანკირი
საცალო გაყიდვების ბანკირი
საცალო გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/cJy7o8Jb
კომპანიის შესახებ
სს „თიბისი დაზღვევა“ სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.
თიბისი დაზღვევის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24 ბ.
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 19:00 სთ;
პარასკევი 10:00 - 17:00 სთ;
შრომის ანაზღაურება: ხელფასი+საკომისიო
ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:
გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:
ზედამხედველობა განყოფილების მიერ განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე და გუნდის საქმიანობის კოორდინაცია;
მოვალეობების განაწილება გუნდის თანამშრომლებს შორის და მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;
კლიენტების ბაზების შექმნა, დამუშავება და განვითარება;
გაყიდვებში აქტიური ჩართულობა, მართვა და კონტროლი;
პერიოდული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოების თაობაზე;
გუნდის დაკომპლექტება;
დებიტორული დავალიანებების გასწორება და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
სასურველია სადაზღვევო სფეროში გამოცდილება;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.