Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 21/09/2026scheduleბოლო ვადა: 21/10/2026

საწარმოს ოპერატორი

domainკაბა
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "კაბა" არის ქართული დიზაინერული ბრენდი, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართული მოდის ინდუსტრიაში. ბრენდს აქვს საკუთარი ტანსაცმლის საწარმო და მაღაზიების ქსელი თბილისსა და ბათუმში. მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ტანისამოსსა და ექსკლუზიურ მომსახურებას.

პოზიცია: საწარმოს ოპერატორი

მისამართი: დიდი დიღომი, აკაკი ბაქრაძის N15

ანაზღაურება: 1500 ლარი (ნეტ)

სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში

დასვენების დღეები: შაბათი, კვირა

პოზიციის აღწერა:

  • * მიღებული ქსოვილების აღრიცხვა, კოდების მინიჭება (ფასი, რაოდენობა, მომწოდებელი) და პროგრამაში გატარება
  • * მიღებული შეკვეთების რეგისტრირება მოდელების ბაზაში, გამომჭრელისთვის შეკვეთის მიცემა
  • * დაჭრილი პროდუქციის აღრიცხვა საწარმოს ფაილში და შესყიდვის განხორციელება შესაბამის პროგრამაში
  • * მკერავების მიერ შეკერილი რაოდენობის შეყვანა პროგრამაში
  • * შეკერილი ტანსაცმლის დაბარკოდება, დასკანერება
  • * შეკვეთების მაღაზიებში გაგზავნა, კურიერთან კომუნიკაცია
  • * ტექნიკური და საწარმოს პროცესების გამართულობის კონტროლი
  • * აღწერის ჩატარება საწარმოში თვეში ერთხელ
  • * ბუღალტერთან გაგზავნა აღრიცხვის ფაილების, მომარაგების ფაილების და ა.შ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * მაღაზიის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება სასურველია
  • * საოფისე პროგრამების (MS office) Excell სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • * ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • * ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • * მაღალი ანაზღაურება
  • * -40% კორპორაციული ფასდაკლება
  • * ჯანსაღი სამუშაო გარემო
  • * იდეების წახალისება

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: office@kabaofficial.ge.

სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - საწარმოს ოპერატორი.