საწყობის დამხმარე
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
კონკრეტული მსგავსი ვაკანსია ამ მომენტში ვერ მოიძებნა, თუმცა ბაზაში ხელმისაწვდომია 9,258 სხვა პოზიცია.
კომპანია "სიდო" (მაღაზიათა ქსელი "აქვარუმი") აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე (მაღაზიათა ქსელ "ქვარუმში").
კომპანიის საქმიანობა: სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია
პოზიცია: საწყობის დამხმარე
სამუშაო ადგილი: შალვა გოგიძის ჩიხი 8 (დიდი დიღომი)
სამსახურებრივი მოვალეობა:
- * პროდუქციის მიღება და დათვლა:
- საწყობში შემოსული საქონლის მიღება, ვიზუალური შემოწმება (დაზიანებების გამოვლენა)
და რაოდენობრივი გადათვლა თანმხლებ დოკუმენტაციასთან (ზედნადები/ინვოისი)
შესაბამისობაში.
- უზუსტობის ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული
ინფორმირება.
- * დასაწყობება და ორგანიზება:
- პროდუქციის სწორი განთავსება საწყობის შესაბამის ზონებში, თაროებსა თუ უჯრედებში
- საწყობში წესრიგის, სისუფთავისა და პროდუქციის უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა.
- * შიდა ლოჯისტიკა და შეკვეთების მომზადება:
- ყოველდღიური შიდა ლოჯისტიკისთვის საქონლის შეგროვება, დახარისხება და გამზადება
შეკვეთების/მოთხოვნების შესაბამისად.
- პროდუქციის უსაფრთხო შეფუთვა და ტრანსპორტირებისთვის/გაცემისთვის მომზადება.
- კომპანიის ფილიალებისთვის, მაღაზიებისთვის ან კურიერებისთვის/მძღოლებისთვის
საქონლის დროული გადაცემა.
- * ინვენტარიზაცია და აღრიცხვა:
- პერიოდულ და გეგმურ ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
- საწყობში არსებული ნაშთების კონტროლში დახმარება.
სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00-მდე. 2 დასვენების დღე (მცოცავი გრაფიკით).
შესვენება: 1 საათი
დასვენება: წელიწადში 24 სამუშაო დღე + 3 დღე დეი ოფი.
ანაზღაურება: 1100 ლარიდან (მოჭრილი ხელფასი 1000 ლარი + კვების დანამატი 100 ლარი) +ბონუსი დატვირთვის მიხედვით
პიროვნული თვისებები:
- * კომუნიკაციის უნარი
- * პუნქტუალურობა და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.
საკონტაქტო ელფოსტა: office@sido.ge