საწყობის ღამის ცვლის ოპერატორი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
საწყობის ღამის ცვლის თანამშრომელი
საწყობის თანამშრომელი
უსაფრთხოების ინსპექტორი - ღამის / დღის ცვლა
შეკვეთების შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საწყობის ღამის ცვლის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- * სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3 დღე: 18:00-04:00 (ღამით ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
- * ანაზღაურება: 1000 ლარი
- * მისამართი: ზაჰესი, არსენ ოქროჯანაშვილის 26
ძირითადი მოვალეობები:
- * გზავნილების მიღება, დასკანერება, დასტიკერება, დახარისხება უბნების მიხედვით მისამართებზე
- * მანქანის დატვირთვა
ძირითადი მოთხოვნები:
- * ასაკი: 18-დან ზემოთ
- * თბილისის უბნებისა და საქართველოს რეგიონების კარგი ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- * პუნქტუალურობა
- * დისციპლინირებულობა
- * მოტივირებულობა
- * დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
- * კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
- * გასაუბრება
აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.delivery, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის ღამის ცვლის ოპერატორი".
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 1 წლის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: info@onway.delivery ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, როსტევანის 8ა)