საწყობის მიმღები
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
საწყობის მიმღები
საწყობის მიმღები-ოპერატორი
საწყობის მიმღები-ოპერატორი
დამხმარე თანამშრომელი/საწყობის მიმღები
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე თბილისში„აგროჰაბი“ არის საქართველოში პირველი ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას.
ძირითადი მოვალეობები:მომწოდებლებისგან შემოსული პროდუქციის მიღება საწყობში;პროდუქციის მიღებისას პოკეტის საშუალებით შეკვეთის მიხედვით საქონლის დასკანერება და რაოდენობების შემოწმება;მიღებული პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება პოკეტში ასახულ შეკვეთასთან;პროდუქციის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის და სხვა შესაბამისი მონაცემების კონტროლი;მიღების პროცესში აღმოჩენილი სხვაობების, ნაკლოვანებების ან შეუსაბამობების დროული დაფიქსირება და შესაბამისი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება;სამუშაო პროცესში დადგენილი წესებისა და საწყობის შიდა პროცედურების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;საწყობში ან პროდუქციის მიღების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ყურადღებიანობა და სიზუსტე;ორგანიზებულობა;კომუნიკაბელურობა;ფიზიკურად აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: Hr@agrohub.ge.გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „საწყობის მიმღები“.გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტოინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07; მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;მონაცემთა გადატანის უფლება;ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;თანხმობის გამოხმობის უფლება;გასაჩივრების უფლება’შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.",,კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით