M
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

საწყობის ოპერატორი

domainMerlons
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1200 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ საწყობის ოპერატორს.

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ანდრონიკაშვილის 2 (საქალაქო სასამართლოსთან)

სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

ანაზღაურება: 1200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * საწყობში მოსული მომხმარებლების მიღება და მომსახურება.
  • * 1C პროგრამაში რეალიზაციის მონაცემების გადამოწმება, გასაცემი პროდუქციის სიის მომზადება საწყობის თანამშრომლებისთვის ასაგროვებლად.
  • * გასაცემი შეკვეთის გადამოწმება (კოდების და რაოდენობის შესაბამისობა პროგრამულ მონაცემებთან).
  • * პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაბარება და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * კომპიუტერული საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ფლობა.
  • * სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • * დეტალების მიმართ ყურადღება (კოდების სიზუსტის გადასამოწმებლად).
  • * კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა მომხმარებლებთან ურთიერთობისას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
  • * კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • * ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • * ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
  • * მზარდ ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"საწყობის ოპერატორი".

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia