საწყობის სკანირების სპეციალისტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
საწყობის თანამშრომელი
საწყობის თანამშრომელი
საწყობის თანამშრომელი
საწყობების მენეჯერი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სკანირების სპეციალისტის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
დოკუმენტის მიხედვით პროდუქციის პროგრამაში გატარება და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სკანირების პროცესის დამთავრებამდე უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;სკანერზე გატერებული პროდუქციის შესაბამისობის დადგენა მიღებულ ანგარიშფაქტურასთან;შეფუთული პროდუქციის გადატანა ტვირთამწის გამოყენებით საწყობის ტერიტორიაზე განსაზღვრულ ადგილას;დაზიანებული და გაყიდივისთვის უვარგისი პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება;სკანერზე გატარებული პროდუქციის შეფუთვის და დასაწყობების დავალება მუშისთვის;იმპორტირებული პროდუქციის სატვირთოდან ჩამოცლა, დახარისხება საქონლის აღრიცხვიანობისთვის და სახეობების მიხედვით შესაბამის სექციაში გადატანა ტვირთამწის გამოყენებით.
ძირითადი მოთხოვნები:
მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან)+ ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: დიღომი;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/BQvJgNLd