საწყობის თანამშრომელი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
საწყობის თანამშრომელი
საწყობის თანამშრომელი
საწყობის თანამშრომელი
მაღაზიის საწყობის თანამშრომელი
პალიტრა მედია ჰოლდინგის შვილობილი კომპანია-ჰიგიენური ქაღალდის საწარმო შპს ,კრიალა’’ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქ.50ბ.სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი: 09:30 – 17:30 სთ; შაბათი - 09:30-14:30 სთ; დასვენების დღე -კვირა;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ცვლადი ხელფასი;
მოვალეობები:
საწყობში პროდუქციის კოდების მიხედვით დალაგება;საწყობიდან პროდუქციის გაცემა შეკვეთის შესაბამისად;საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
სასურველია საწყობში მუშაობის სამუშაო გამოცდილება ;
პიროვნული მახასიათებლები:
ორგანიზებულობაპუნქტუალურობა,დეტალებზე ორიენტირებულობა;კომუნიკაბელურობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@kriala.ge ან დამიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 20 95 90. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@kriala.ge
გისურვებთ წარმატებას!