Ბ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

საწყობის უფროსი

domainბაგრატი
location_on
ლოკაციაქუთაისი
payments
ანაზღაურება2500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "ბაგრატი" წარმოადგენს "სოფლის ნობათის" ოფიციალურ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს ქ.ქუთაისში საწყობის უფროსის ვაკანსიას.

ძირითადი მოთხოვნები:

  • * მენეჯერული გამოცდილება
  • * სადისტრიბუციო/ კომერციულ კომპანიაში საწყობის უფროსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

ძირითადი მოთხოვნები:

  • * საქონლის მიღების, აღწერის, დათვლის, დასაწყობების და გაცემის პროცესების ორგანიზება და მართვა
  • * საწყობში არსებული ნაშთის კონტროლი
  • * საქონლის ვადის კონტროლი
  • * შეკვეთების გამზადება
  • * საქონლის პერიოდული ინვენტარიზაცია და ვადების კონტროლი
  • * სასაწყობე საქმიანობის სრული პროცესის ადმინისტრირება

პიროვნული თვისებები:

  • * პასუხისმგებლობიანი
  • * მოწესრიგებული
  • * შრომისმოყვარე
  • * მოტივირებული
  • * დეტალებზე ორიენტირებული

პირობები:

  • * ანაზღაურება : 2500 ლარი
  • * გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით
  • * სრული სამუშაო განაკვეთი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე :bagratihr@gmail.com ტელ: 574157080.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი 2026 წ.

კომპანია იტოვებს უფლებას დაამუშაოს და გადაამოწმოს პირადი მონაცემები, რის შემდეგაც 6 თვის მანძილზე შეინახება ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში განიხილება სხვა ვაკანტურ ადგილებზეც. . დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ქუთაისის საწყობის უფროსი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!