G
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

Senior ინჟინერი

domainGo-Playgrounds
location_on
ლოკაციარუსთავი
payments
ანაზღაურება4500-5000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Senior ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.

ანაზღაურება: 4500-5000 Net

ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • * პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (საინჟინრო ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია) მომზადება, მართვა და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის გადაცემა.
  • * პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში გათვალისწინება და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის განაწილება.
  • * პროდუქტის შემადგენელი დეტალების ნახაზების შესაბამის პროგრამაში შექმნა/მომზადება, ასევე არსებული ნახაზების დამუშავება და საწარმოო პროცესში ჩაშვება.
  • * Junior და Middle Engineer-ების ტექნიკური მიმართულებით მხარდაჭერა, კონსულტირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * საინჟინრო მასალების მომზადება წარმოების შეკვეთებისთვის;
  • * სამუშაო ნახაზების შექმნა/დამუშავება;
  • * კომპიუტერული ფორმატების განსაზღვრა და შენარჩუნება;
  • * საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერა წარმოების მიმართულებისთვის;
  • * ყველა საინჟინრო ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა- ფაილების დოკუმენტირება და სათანადოდ შენახვა.
  • * სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ჩატარება
  • * წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, პროდუქტის ტექნიკური დეტალების გაცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება, ა საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით;
  • * AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა;
  • * სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • * მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინჟინრო, საპროექტო ან მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული უნარები:

  • * ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • * გამართული კომუნიკაციის უნარი
  • * დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • * ლიდერობის უნარი
  • * თავდაჯერებულობა
  • * ორგანიზებულობა

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Senior ინჟინერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!