Თ
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 03/11/2026

სერვის ექსპერტი - პირდაპირი კომუნიკაციების ცოდნის ცენტრი

domainთიბისი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას: სერვის ექსპერტი - პირდაპირი კომუნიკაციების ცოდნის ცენტრი

მოქმედების ვადა: 14/10/2026

დასაქმების ტიპი: მუდმივი ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: სრული

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისის, პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრში, სატელეფონო გაყიდვების გუნდში, ვეძებთ - სერვის ექსპერტს.

შენი იქნები გუნდის წევრი, რომელიც ჩართულია სატელეფონო კამპანიების დაგეგმვაში, მომზადებასა და მართვაში. გექნება საშუალება, წვლილი შეიტანო ბანკისთვის სტრატეგიული მიმართულების განვითარებაში.

ვის ვეძებთ:

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ადამიანს ანალიზის და კომუნიკაციების უნარებითარ უნდა გაშინებდეს სიახლეები და ხანდახან სტრესულ გარემოში მუშაობაცშეგეძლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, გაანალიზება და სასარგებლო იდეების გენერირებასასურველია გქონდეს მუშაობის გამოცდილება სასესხო პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით, გქონდეს ანალიტიკური და ბაზების დამუშავების უნარები

კვალიფიკაცია

საბანკო პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებაბაზებთან მუშაობის ცოდნაინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზეექსელში მუშაობის გამოცდილებამათემატიკური და ანალიტიკური უნარები

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/Cb5xJ

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank