Კ
languagemyjobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 01/11/2026

სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება ჩხოროწყუში

domainკრედო ბანკი
location_on
ლოკაციაჩხოროწყუ
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროmyjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს

გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/L5aTlotb

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება

სამუშაო ადგილი: ჩხოროწყუ

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს,

მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების,

სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და

წარმატებული გუნდის საწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;

სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;

პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;

კორპორატიულ ღონისძიებებს;

ჯანმრთელობის დაზღვევას;

წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა:

პროცესის ხანგრძლივობა: 8-12 კვირა;

თეორიული ტრენინგი-1 თვე;

პრაქტიკული სწავლება ფილიალში - მინიმუმ 1 თვე;

პრაქტიკული სწავლება მოიცავს სესხის ოფიცრის ფუნქციების სრულ ციკლს:

ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;

სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;

არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;

სავალდებულო გამოცდები;

პროგრამა ანაზღაურებადია

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშაოაბ განაგრძოს სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

სასურველია უმაღლესი განათლება;

საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);

ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის

გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;

ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

გუნდურად მუშაობის უნარი;

დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;

განცხადების მიღების ვადა: 22 ოქტომბერი, 2026 წელი.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე,

შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის

მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი

ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე

შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული

იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი