Კ
languagemyjobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება კასპის სერვისცენტრში

domainკრედო ბანკი
location_on
ლოკაციაკასპი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროmyjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს

გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/qsONJeMc

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება

სამუშაო ადგილი: კასპი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს”

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა:

პროცესის ხანგრძლივობა: 8-12 კვირა;

თეორიული ტრენინგი-1 თვე;

პრაქტიკული სწავლება ფილიალში - მინიმუმ 1 თვე;

პრაქტიკული სწავლება მოიცავს სესხის ოფიცრის ფუნქციების სრულ ციკლს:

ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე   ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;

სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;

არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;

სავალდებულო გამოცდები;

პროგრამა ანაზღაურებადია

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშაოაბ განაგრძოს სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

სასურველია უმაღლესი განათლება;

საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);

ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის

გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;

ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

გუნდურად მუშაობის უნარი;

დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

#გახდიკრედოელი

განცხადების მიღების ვადა: 26 ოქტომბერი , 2026 წ.