შემავსებელ-მერჩენდაიზერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მერჩენდაიზერი
მერჩენდაიზერი
მერჩენდაიზერი
მერჩენდაიზერი
"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას შემავსებელ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში (გრანდმოლი).
"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
ძირითადი მოვალეობები:
- * გაყიდვების ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- * ობიექტზე შემოსული პროდუქციით დარბაზის თაროების შევსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
- * თაროებზე პროდუქციის მარაგების მუდმივი კონტროლი;
- * მომხმარებელთან ურთიერთობა;
- * თაროებზე პროდუქციის ფასებისა და ვადების კონტროლი;
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- * კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- * მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- * მზარდ საბონუსე სისტემას;
- * ჯანმრთელობის დაზღვევას.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გრანდმოლი, ხიმშიაშვილის 9
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელმისამართზე: vacancy@multimarket.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - შემავსებელ-მერჩენდაიზერი ბათუმში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!