შემომყვანი ტურ-ოპერატორის პრაქტიკული ტრენინგი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
შემომყვანი ტურ ოპერატორის კურსის ტრენერი
ტურიზმის პოპულარიზაციის ოფიცერი
ტურ-ოპერატორი
ტურ-მენეჯერის კურსები
შემომყვანი ტურ-ოპერატორის პრაქტიკული ტრენინგი
თუ გინდა ტურიზმის სფეროში მუშაობა და მხოლოდ თეორიული ცოდნა არ გაკმაყოფილებს, ეს კურსი შექმნილია იმისთვის, რომ მიიღო რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილება.
კურსის განმავლობაში ისწავლი:
- * როგორ მუშაობს შემომყვანი ტურ-ოპერატორი და DMC რეალურ სამუშაო გარემოში
- * როგორ შექმნა ტურისტული პაკეტი — Inquiry-დან Itinerary-მდე და საბოლოო შეთავაზებამდე
- * რეალური ტურ-პაკეტების დათვლა, თვითღირებულების, მარჟისა და გაყიდვის ფასის განსაზღვრა
- * სასტუმროებთან, გიდებთან, მძღოლებთან და სხვა მომწოდებლებთან მუშაობის პრაქტიკა
- * B2B გაყიდვები, უცხოურ სააგენტოებთან და რეალურ კლიენტებთან კომუნიკაცია
- * რეალური ჯავშნების მართვა, ტურების ოპერირება და პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტა
- * პრაქტიკული სიმულაციები და რეალურ სამუშაო პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებული სწავლება
- * სასტუმროს პრაქტიკული ვიზიტი და ტურ-ოპერატორის თვალით მისი შეფასება
კურსი მოიცავს 8 პრაქტიკულ შეხვედრას
ხანგრძლივობა — 1 თვე
ღირებულება — 350 ₾
კურსზე რეგისტრაციის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე
ჩვენი მიზანია, კურსის დასრულების შემდეგ არა მხოლოდ იცოდე, რას აკეთებს ტურ-ოპერატორი, არამედ შეძლო რეალური მოთხოვნის მიღება, პაკეტის მომზადება, ფასის დათვლა, კლიენტთან კომუნიკაცია და ჯავშნის მართვა.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: info@nsgeorgia.ge (subject- ტრენინგი)