Ს
შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი
domainსპორტმშენსერვისი
ლოკაციათბილისი
ანაზღაურებაშეთანხმებით
ელ-ფოსტაsmshrservice8@gmail.com
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
hr.ge 24/09/2026
შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
domainფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 15/09/2026
შესყიდვების სამსახურის უფროსი
domainარქი
location_on თბილისი შეთანხმებით
hr.ge 01/10/2026
ტენდერი - საოპერაციო ბლოკისთვის მობილური კომპიუტერული ურიკების შესყიდვის თაობაზე
domainავერსის კლინიკა
location_on თბილისი შეთანხმებით
hr.ge 30/09/2026
ტენდერი - გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის თაობაზე
domainავერსის კლინიკა
location_on თბილისი შეთანხმებით
შპს "სპორტმშენსერვისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.N15ა, ოლიმპიური სასახლე.
ძირითადი მოვალეობები:
- * განსახორციელებელი შესყიდვებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;
- * სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შეთანხმებების მომზადება;
- * საქმიანობისათვის აუცილებელი დოკუმენტაციისა და მასალის გამოთხოვა სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;
- * სატენდერო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
- * სამსახურის მიერ ელექტრონული ტენდერის ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებული ყველა დოკუმენტაციის განხილვა, ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, გადახდების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
- * ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
- * კონკურსის პროცედურების უზრუნველყოფა, საკონკურსო დოკუმენტაციის, განცხადების, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
- * შესყიდვის მონაწილე მხარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმართვა;
- * სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების
პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/ გაგზავნა/განთავსება;
- * გაფორმებული ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
- * საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება
- * საჯარო სამსახურში, კერძოდ, შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
- * სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა
- * საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
- * უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
კომპეტენციები და უნარები:
- * ინფორმაციის შეგროვება;
- * წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
- * დროის ეფექტიანი მართვა;
- * მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- * სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 (სამი) თვე
ანაზღაურება შეთანხმებით.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:smshrservice8@gmail.com. რეზიუმეები მიიღება მ.წ. 15 ოქტომბრის ჩათვლით.