Მ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 29/10/2026

შესყიდვების სპეციალისტი

domainმეთერს სთორ
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება2500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"მეთერს სთორ" (https://mattersstore.com/) ქალის ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ქალის ტანსაცმლის წარმოება და ონლაინ რეალიზაციაა.

მეთერსის გუნდისთვის ვეძებთ შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც სრულად იქნება პასუხისმგებელი ნედლეულის შესყიდვის პროცესში - დაგეგმვიდან და მომწოდებლის შერჩევიდან - აღრიცხვამდე.

სამუშაო პირობები:

  • * ლოკაცია: ქ. თბილისი;
  • * სამუშაო ადგილი: დისტანციური; ოფისის გახსნის შემდეგ სრულად ოფისიდან;
  • * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;
  • * ანაზღაურება: 2500 ლარი, ხელზე ასაღები თანხა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ნედლეულისა და მასალების შესყიდვა ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლებისგან;
  • * მომწოდებლებთან მოლაპარაკების პროცესის წარმოება ფასზე, მიწოდების ვადაზე, გადახდის პირობებსა და ხარისხის მოთხოვნებზე;
  • * შეკვეთების განთავსება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია - ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები, თანმხლები დოკუმენტაცია;
  • * ყველა შესყიდვის სრული და ზუსტი აღრიცხვა პროგრამა "ბალანსში" საქონლის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა - შესყიდვის რაოდენობა, ფასი, მომწოდებელი, დოკუმენტი;
  • * შესყიდვების დაგეგმვა წარმოების გეგმისა და გაყიდვების დინამიკის მიხედვით -

მარაგების შესაბამისი კონტროლი;

  • * თითოეულ პოზიციაზე მინიმალური ნაშთისა და ხელახალი შეკვეთის წერტილის განსაზღვრა და მათი რეგულარული გადახედვა;
  • * ახალი მომწოდებლებისა და შესყიდვის არხების მოძიება, ალტერნატივების შედარება ფასის, ხარისხისა და მიწოდების ვადის მიხედვით;
  • * მომწოდებლების ბაზის წარმოება და განახლება - საკონტაქტო მონაცემები, ფასები, ვადები, ხარისხისა და თანამშრომლობის ისტორია;
  • * კოორდინაცია მარაგების მართვის სპეციალისტთან და საწარმოო გუნდთან - მიმდინარე ნაშთებისა და საწარმოო საჭიროების მიხედვით;
  • * ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება: განხორციელებული შესყიდვები, ფასების დინამიკა, მიმდინარე ნაშთები და დაგეგმილი შეკვეთები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • * ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე (წერილობითი კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება უცხოელ მომწოდებლებთან);
  • * MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • * სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • * დეტალებზე ორიენტაცია და რიცხვებთან მუშაობის უნარი;
  • * დამოუკიდებლად მუშაობისა და საკუთარი სამუშაო დღის დაგეგმვის უნარი.

შერჩევის პროცესში უპირატესობად ჩაითვლება:

  • * ტექსტილის ან მსუბუქი მრეწველობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • * ქსოვილების ტიპებისა და მახასიათებლების ცოდნა, მოდის ტენდენციებში გარკვევა;
  • * პროგრამა "ბალანსთან" მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@mattersstore.com ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!