C
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 03/10/2026scheduleბოლო ვადა: 03/11/2026

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი

domainCar Point
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "CarPoint" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

"CarPoint" არის საავტომობილო მიმართულებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტონაწილებთან და ავტომობილის მომსახურებასთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის შესყიდვების, შეკვეთებისა და მიწოდების პროცესების მართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • * მომწოდებელ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • * მომწოდებლებთან შეკვეთების მომზადება, განთავსება და შესრულების კონტროლი;
  • * პროდუქციისა და მარაგების დეფიციტური პოზიციების გამოვლენა და შესაბამისი შეკვეთების დაგეგმვა;
  • * მიმდინარე შეკვეთების სტატუსისა და მიწოდების ვადების მონიტორინგი;
  • * მიღებული შეკვეთებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
  • * პარტნიორი კომპანიებისთვის პროდუქციის მიწოდების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • * ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ორგანიზება;
  • * სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • * შეკვეთებთან, მიწოდებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა;
  • * შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია პროდუქციის დროული მიღებისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად.

კანდიდატისგან ველით:

  • * პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას და ორგანიზებულობას;
  • * ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;
  • * დეტალებზე ორიენტირებულობას;
  • * რამდენიმე მიმდინარე შეკვეთისა და პროცესის ერთდროულად მართვის უნარს;
  • * საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარს;
  • * ინგლისური ენის ცოდნას საკომუნიკაციო დონეზე;
  • * რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • * შესყიდვების, მომარაგების ან ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • * პოზიცია: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი;
  • * ანაზღაურება: 2 000 ლარი;
  • * სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ქემოკლიძის ქ. 24;
  • * დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ საკონტაქტო არხზე.

ელფოსტა: info@carpoint.ge

საკონტაქტო ნომერი: (+995) 555 566 003

ვებგვერდი: carpoint.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი".