შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
შოურუმის ადმინისტრატორი / გაყიდვების დირექტორის ასისტენტი
შოურუმის ადმინისტრატორი/გაყიდვების დირექტორის ასისტენტი
გაყიდვების კონსულტანტი / შოურუმის მენეჯერი
„სამერი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას: შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
ვინ ვართ ჩვენ:
„სამერი ჯგუფი“ არის პრემიუმ ხარისხის კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
რატომ „სამერი ჯგუფი“?
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ: იმუშავებ გარემოში, სადაც შენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს შედეგს და დაფასდება როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად; ჩაერთვები პროექტებში, რომლებიც მოითხოვს ტექნიკურ აზროვნებას, კონსულტაციასა და პროცესების მართვას - აქ ყოველი დღე სტანდარტული რუტინა არ არის; გექნება პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს; მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან; იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული;
პოზიციის შესახებ
პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს კლიენტის სრული მხარდაჭერა გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე: დაინტერესებიდან - საბოლოო პროდუქტის ჩაბარებამდე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
სოციალური ქსელებიდან შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა, კლიენტის დაინტერესება და კონვერსიის მხარდაჭერა პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია შოურუმში - დახვედრა და მოდელების წარდგენა კარის სპეციფიკაციების ახსნა; ფერების, მასალებისა და დიზაინის არჩევაში კლიენტის მხარდაჭერა განფასების მომზადება კლიენტისთვის სასურველი რაოდენობისა და სპეციფიკაციების გათვალისწინებით შეკვეთების გაფორმება და ხელშეკრულების მომზადება თანხის ჩარიცხვის კონტროლი და მიღების დადასტურება კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია შეკვეთის დასრულებამდე რემონტთან და კარ-ავეჯთან დაკავშირებულ ჯგუფებში აქტიური კომუნიკაცია
მოთხოვნები
გაყიდვების მიმართულებით, კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი) კარ-ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი) სოციალური ქსელებში აქტიურობის გამოცდილება, კლიენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით (აუცილებელი) რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელი) კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი შეთავაზების, პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარი ზუსტი და პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო
პიროვნული თვისებები
კლიენტზე ორიენტირებული, ენერგიული და აქტიური სწრაფად ადაპტირებადი შემოქმედებითი და პრაგმატული კომუნიკაციაში კომპლექსური გაყიდვების პროცესის მართვის უნარი
პირობები
ანაზღაურება: 2 000 ₾ + სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი | 10:00-19:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 126
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „შოურუმის გაყიდვების მენეჯერი“