S
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

სილამაზის კონსულტანტი

domainSol de Janeiro
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ beauty ბრენდი "Sol de Janeiro" საქართველოში ოფიციალურად შემოდის!

„ Sol de Janeiro “ წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს: სილამაზის კონსულტანტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბრენდ Sol de Janeiro-ს ღირსეულად წარმოჩენაზე, მომხმარებლისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევაზე, პროდუქციის ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების ხელშეწყობაზე.

თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პოპ-აპში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება;ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;სამუშაოს შესრულება გლობალური სტრატეგიისა და ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით;პოპ-აპში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი ან პროფესიული განათლება/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების გარეშეც;

პიროვნული უნარები და მოთხოვნები:

მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა;პროდუქციის პრეზენტაციის და ეფექტური წარდგენის უნარიპრეზენტაბელური და დისციპლინირებული;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებული;ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;საინტერესო და სამოტივაციო აქტივობებს;სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა;ჯანმრთელობის დაზღვევა;კორპორატიული ნომერი და ბალანსი.

სამუშაო ადგილი: თბილისი - სითი მოლი (საბურთალო), აქსისი (ვაკე)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება; 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობასა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@loccitane.ge გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სილამაზის კონსულტანტი" .

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!