Უ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

სხვადასხვა

domainუჯ ლუბრიკანტს
location_on
ლოკაციაქუთაისი
payments
ანაზღაურება1500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანიის აღწერა:

"UG Lubricants" არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში.

კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს.

Facebook: https://www.facebook.com/share/1FMmRa9WGw/?mibextid=wwXIfr

ბენეფიტები:

  • * ბონუსების სისტემა
  • * სტაბილური სამუშაო გარემო
  • * პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • * სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით.

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ნედლეულისა და საქონლის ხარისხის კონტროლი მიღებისა და შენახვის ეტაპებზე;
  • * პროდუქციის ხარისხის კონტროლი წარმოების, შენახვისა და დატვირთვის პროცესებში;
  • * პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან;
  • * ეტიკეტების მომზადება დამტკიცებული შაბლონის შესაბამისად;
  • * პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის ხარისხისა და უსაფრთხოების პასპორტების;
  • * საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავისა და დადგენილი მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
  • * ხარისხთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამოვლენა, აღრიცხვა და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • * ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების შესრულება;
  • * შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, ეკოლოგიური და ელექტროუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება;
  • * შედეგზე ორიენტირებულობა და მიზანმიმართულობა;
  • * ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • * დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა;
  • * MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • * ელექტრონული ფოსტის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • * გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ენების ცოდნა;

  • * ქართული - აუცილებელია
  • * ინგლისური - სასურველია
  • * რუსული - აუცილებელია

დასაქმების ტიპი; სრული განაკვეთი (Full time)

ანაზღაურება: კონკურენტული (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი:

  • * სრული - ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
  • * სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

UG Lubricants აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით.

სტაჟირების მიმართულებები:

  • * გაყიდვების დეპარტამენტი
  • * მარკეტინგის დეპარტამენტი
  • * ფინანსური დეპარტამენტი
  • * წარმოების დეპარტამენტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა)
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • * გუნდური მუშაობის უნარი;
  • * კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • * სწავლისა და განვითარების სურვილი;

დასაქმების ტიპი: სტაჟირება: ანაზღაურებადი

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი: სრული

  • * სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • * მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

ანაზღაურება: სტაჟირება არის ანაზღაურებადი. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას ქიმიური ანალიზების ლაბორანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება
  • * პროდუქციის ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა, მათ შორის: სიმკვრივე, სიბლანტე და სხვა ტექნიკური პარამეტრები
  • * პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზე
  • * ანალიზის შედეგების დაფიქსირება და დოკუმენტირება ლაბორატორიულ
  • * ჟურნალებში და ელექტრონულ აღრიცხვის სისტემებში (Excel / შიდა პროგრამა)
  • * საწარმოო პროცესში ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი მონაცემების ანალიზი
  • * პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ ტექნიკურ და ხარისხის სტანდარტებთან
  • * ლაბორატორიული საზომი მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და კონტროლი
  • * ტექნიკური დოკუმენტაციისა და შიდა რეგულაციების დაცვა
  • * შიდა შემოწმებებსა და ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება ქიმიის ან ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებით სავალდებულოა.
  • * ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოცდილება - ჩათვლება უპირატესობად
  • * რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა (B1-B2).
  • * ლაბორატორიულ საზომი მოწყობილობებთან მუშაობის უნარი
  • * ხარისხის კონტროლის სტანდარტების (ISO, ASTM და სხვ.) ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად
  • * სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • * ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და შესრულების უნარი
  • * გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი: სრული

  • * სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • * მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას ზეინკალი-მექანიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * საწარმოო და დამხმარე დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • * დანადგარების ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა და რემონტი.
  • * გაუმართაობის მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრა.
  • * სამონტაჟო, დემონტაჟისა და რეგულირების სამუშაოების შესრულება.
  • * დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და დაზიანებული დეტალების შეცვლა.
  • * გეგმიური-პრევენციული სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა.
  • * საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების მოთხოვნა და მათი რაციონალური გამოყენება.
  • * დანადგარების მონტაჟში, გაშვებასა და გამართვაში მონაწილეობა.
  • * შესრულებული სამუშაოების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.
  • * შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
  • * საწარმოო დანაყოფებთან თანამშრომლობა ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში.
  • * ხელმძღვანელის დავალებების შესრულება და პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა)
  • * პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * გუნდური მუშაობის უნარი;
  • * გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი: სრული

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * კომპანიის მარკეტინგული მასალების — ბანერების, ბუკლეტების, პოსტერებისა და სხვა ვიზუალური მასალების — დიზაინის შექმნა;
  • * სოციალური მედიისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება;
  • * პროდუქციის ეტიკეტებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნა და განახლება;
  • * მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა და ვიზუალური კონცეფციების შემუშავება;
  • * კომპანიის ვიზუალური სტილისა და ბრენდის გაიდლაინების შესაბამისად დიზაინის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * გრაფიკული დიზაინის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • * Adobe Photoshop, Illustrator და InDesign-ის ცოდნა;
  • * ვიდეომონტაჟის გამოცდილება (Adobe Premiere Pro ან სხვა შესაბამისი პროგრამა) ჩაითვლება უპირატესობად;
  • * კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შემუშავების უნარი;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი.

ენების ცოდნა:

  • * ქართული - აუცილებელია
  • * ინგლისური - მინ. B2 დონე
  • * რუსული - სასურველია

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (Full time)

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი

  • * სრული - ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
  • * სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

ანაზღაურება: კონკურენტული (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად 1500-ლარიდან)

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "UG Lubricants"-ისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "უჯ ლუბრიკანტს"-ის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით და დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "უჯ ლუბრიკანტს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს "უჯ ლუბრიკანტს"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@uglubricants.com

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსია, რომელზე საკონკურსოდაც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ გადაირჩევა.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 62 75 51.