Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

სომელიე-კონსულტანტი

domainკახური ტრადიციული მეღვინეობა
location_on
ლოკაციასაგურამო
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სომელიე-კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: საგურამო

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • * სასურველია უმაღლესი განათლება ან განიხილება სტუდენტიც;
  • * ინგლისური და რუსული ენის ცონდა (სავალდებულოა);

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ღვინის პროფესიონალური პრეზენტაცია და დეგუსტაციების წარმართვა;
  • * პროდუქციის შეკვეთების და მარაგების მკაცრი კონტროლი;
  • * მომხმარებლისგან ინფორმაციის მიღება და მათთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ;
  • * მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება;
  • * ტურისტულ კომპანიებთან, გიდებთან და ტურ ლიდერებთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
  • * ტურისტებისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნა.

პიროვნული თვისებები:

  • * კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
  • * პასუხისმგებლიანი;
  • * ორგანიზებული;
  • * დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სომელიე-კონსულტანტი".

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."