C
languagemyjobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი

domainCellfie Mobile
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროmyjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანიის აღწერა:

ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.

ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.

ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:

„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"

სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.

სამუშაოს აღწერილობა:

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტის როლზე.

სამუშაო ადგილი თბილისი,

ამ როლში შენ:

  • *შეიმუშავებ და მართავ Cellfie-ის სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn, YouTube და სხვ.) კონტენტ სტრატეგიასა და კონტენტ-კალენდარს;
  • *შექმნი და გამოაქვეყნებ ბრენდისა და პროდუქტული კამპანიების მიზნების შესაბამის კონტენტს;
  • *ითანამშრომლებ მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებასთან საერთო კამპანიებისა და ბიზნეს მიზნების მხარდასაჭერად;
  • *მართავ სოციალურ მედიაში მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და ჩართულობას, თვალს ადევნებ აუდიტორიის კომენტარებსა და განწყობას სოციალურ მედიაში და დროულად უპასუხებ მათ;
  • *კოორდინაციას გაუწევ შესაბამისი კრეატორებისა და ინფლუენსერების ჩართულობასა და თანამშრომლობას სოციალური მედიის აქტივობებისთვის;
  • *გაუწევ მონიტორინგს არხების შედეგებს, გააანალიზებ ძირითად მაჩვენებლებს, მოამზადებ რეპორტებს და შეიმუშავებ გაუმჯობესების კონკრეტულ რეკომენდაციებს;
  • *აღმოაჩენ ახალ ტრენდებს, ფორმატებსა და ბრენდისთვის რელევანტურ შესაძლებლობებს და მოახდენ მათი გამოყენების ინიციირებას.

თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:

  • *სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • *კონტენტ სტრატეგიისა და კონტენტ-კალენდრის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • *Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და YouTube პლატფორმების სპეციფიკისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
  • *კონტენტის ბრენდისა და პროდუქტული კამპანიების მიზნების შესაბამისად შექმნისა და ადაპტირების უნარი;
  • *მომხმარებლებთან კომუნიკაციის, community management-ისა და უკუკავშირზე/კრიტიკულ კომენტარებზე რეაგირების გამოცდილება;
  • *კრეატორებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობების კოორდინაციის გამოცდილება;
  • *სოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყოების (Meta Business Suite, TikTok Analytics, Google Analytics და სხვ.) ცოდნა და მონაცემებზე დაფუძნებული რეპორტინგის უნარი;
  • *ტრენდებზე ორიენტირებულობა და ახალი ფორმატების ტესტირების ინიციატივის უნარი;
  • *ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • *ორგანიზებისა და ერთდროულად რამდენიმე არხზე/კამპანიაზე მუშაობის უნარი.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

Paid Social/სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება;

ტელეკომის, ტექნოლოგიური ან სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის გამოცდილება.

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი, 2026.

დამატებითი ინფორმაცია:

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.

ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.

ჩვენ ვაფასებთ:

  • პასუხისმგებლობას (Ownership)
  • საქმის ხახრისხიან შესრულებას
  • პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია:

  • დასახო ამბიციური მიზნები
  • თამამად გამოხატო შენი აზრი
  • ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
  • ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:

  • ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
  • პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
  • სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
  • კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
  • გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე