Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 15/10/2026

სტაჟირების კონკურსი - კიბერრისკის ზედამხედველობა

domainსაქართველოს ეროვნული ბანკი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1200 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"საქართველოს ეროვნული ბანკი" აცხადებს სტაჟირების კონკურსს სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტში

დეპარტამენტი: სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტი

განყოფილება: კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილება

პოზიცია: სტაჟიორი

ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე ვადით

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. ბოლო წლებში მსოფლიოს საფინანსო სექტორში ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კიბერ რისკები სახელდება. სებ-ის კიბერ რისკის ზედამხედველობის განყოფილება დებულებით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს საზედამხედველო სუბიექტების (კომერციული ბანკების, ციფრული ბანკების, მიკრობანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების) კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს მოთხოვნების შესაბამისობის შეფასებასა და შესაბამისი რისკ-ფაქტორების გამოვლენას.

სტაჟირების შესახებ: კიბერ რისკის ზედამხედველობის განყოფილების სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

  • * ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები

o სტაჟიორები გაეცნობიან ეროვნული ბანკის როლს როგორც ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე საფინანსო სექტორთან მიმართებაში სებ-ის მანდატის შესახებ. ამას გარდა, შეისწავლიან საზედამხედველო სუბიექტებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

  • * ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების რისკების მართვა

o სტაჟიორები შეისწავლიან უსაფრთხოების რისკების მართვის საკვანძო საკითხებს, რელევანტური კრიტირიუმების გაანალიზებასა და შეფასებას მოდელირებული ქეისების მაგალითებზე. ასევე, მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ანგარიშების წარმოების და დოკუმენტირების მიმართულებით.

  • * ინციდენტების განხილვა

o სტაჟიორები გაეცნობიან კიბერ რისკის ზედამხედველობის პროცესში გამოყენებულ ინციდენტებზე რეპორტინგის ინსტრუმენტებს, ექნებათ შესაძლებლობა მოდელირებული ინციდენტების განხილვაში მიიღონ მონაწილეობა და შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტირებული ანგარიში. ასევე, განსაზღვრონ დამატებითი საზედამხედველო ზომების საჭიროება.

  • * უსაფრთხოების ტექნიკები

o სტაჟიორები გაეცნობიან ქსელის უსაფრთხოების, მონაცემთა და სისტემების ბაზების ადმინისტრირების უსაფრთხოების, მონაცემთა გაჟონვის პრევენციის, სისტემებისა და ქსელების კონფიგურაციის, ცვლილებების მართვის, წვდომის უფლებების უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებს.

  • * საზედამხედველო სუბიექტის ადგილზე შემოწმება

o სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თუ როგორ ხდება საზედამხედველო სუბიექტის შემოწმების ორგანიზება.

სებ-ის სამუშაო პროცესზე დაკვირვებითა და მასში უშუალო მონაწილეობით სტაჟიორები განივითარებენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ესაჭიროებათ სებ-ის კიბერ რისკის ზედამხედველობის სპეციალისტებს, მათ შორის:

  • * ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და კრიტერიუმების რელევანტურად ინტერპრეტირების უნარი;
  • * ანალიტიკური/კრიტიკული ანალიზისა და რეპორტინგის წარმოების უნარები;
  • * მაღალი სტანდარტის წერითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

  • * ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • * კანდიდატი უნდა ფლობდეს საბაზისო ცოდნას ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესახებ;
  • * კანდიდატი უნდა ფლობდეს საოფისე პროგრამების კარგ ცოდნას;
  • * ინგლისური ენა - B2.

კომპეტენციებისა და უნარები:

  • * კრიტიკული აზროვნება;
  • * განსხვავებული ტიპის დავალებების სწრაფად შესრულების უნარი (Multitasking);
  • * კომუნიკაციისა და წერის უნარები.

სტაჟიორის შერჩევის პროცესი:

პირველი ეტაპი: განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

მეორე ეტაპი: წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;

წერითი დავალების თემატიკა:

  • * ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები;

o https://www.matsne.gov.ge/document/view/4515476?publication=0

o https://www.matsne.gov.ge/document/view/1679424?publication=7

o https://www.matsne.gov.ge/document/view/5840866?publication=0

o https://www.matsne.gov.ge/document/view/5451970?publication=0

o https://www.matsne.gov.ge/document/view/5836806?publication=0

  • * კიბერინციდენტი და მასზე რეაგირების პრინციპები;
  • * ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის სასიცოცხლო ციკლი.

მესამე ეტაპი:

  • * გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ:

  • * რეზიუმე (CV)
  • * *რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი "სტაჟირება - კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილება"

შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
  1. ერთი ელექტრონული ფოტო.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.