სუროგატების და დონორების პროგრამების კოორდინატორი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ფინანსური დირექტორი
გარე გაყიდვების აგენტი
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი/ექიმი-რადიოლოგი
ვაკანსია — სუროგატების და დონორების პროგრამების კოორდინატორი
საერთაშორისო რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით მომუშავე კომპანია ეძებს აქტიურ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება სუროგატების და დონორების მართვასა და კანდიდატებთან კომუნიკაციაში.
ძირითადი მოვალეობები:
- * სუროგატი დედებისა და დონორების კანდიდატებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- * ახალი ლიდების დროული დამუშავება და მათზე პასუხების გაცემა;
- * კანდიდატების პირველადი ინფორმაციის შეგროვება და კითხვარების მართვა;
- * კანდიდატების პროგრამის პირობებთან გაცნობა;
- * კანდიდატების სტატუსების კონტროლი და ინფორმაციის განახლება;
- * ექიმებთან და კლინიკის სხვა თანამშრომლებთან კოორდინაცია;
- * ვიზიტების, გამოკვლევებისა და პროგრამის ეტაპების ორგანიზება;
- * კანდიდატების პროცესის ეტაპობრივად მართვა და მათთან მუდმივი უკუკავშირის შენარჩუნება;
- * საჭირო ინფორმაციის სწორად და დროულად გადაცემა მენეჯმენტისთვის;
- * WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო არხების აქტიურად გამოყენება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- * რუსული ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია;
- * ქართული ენის კარგი ცოდნა;
- * ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- * კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან მარტივად ურთიერთობის უნარი;
- * აქტიურობა და ინიციატივიანობა;
- * სწრაფად პასუხისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- * დეტალებზე ყურადღება;
- * სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მუშაობის უნარი;
- * შედეგზე ორიენტირებულობა და მოტივაცია;
გამოცდილება:
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება კლიენტებთან/პაციენტებთან კომუნიკაციის, გაყიდვების, ქოლ-ცენტრის, HR-ის, ადმინისტრირების, სამედიცინო სფეროს ან მსგავს პოზიციაზე.
რეპროდუქციული მედიცინის, სუროგაციის ან დონაციის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი პირობა არ არის.
პიროვნული თვისებები:
ვეძებთ ადამიანს, რომელიც არ დაელოდება მხოლოდ დავალების მიღებას და თავადაც შეძლებს პროცესის კონტროლს — დროულად დაუკავშირდება კანდიდატს, გადაამოწმებს ინფორმაციას, შეახსენებს საჭირო ნაბიჯებს და პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ მიმართულებაზე.
რას გთავაზობთ:
- * სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- * fitpass;
- * პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- * საინტერესო და დინამიკურ სფეროში მუშაობას;
- * გუნდურ გარემოს;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა/კრწანისის რაიონი, 33 კრწანისის II შესახვევი
დასაქმება: სრული განაკვეთი
თუ დაინტერესებული ხართ ამ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით mariam@efclinic.ge